x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134055
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა +(ფოტოები)

imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ქუთაისის 32 კლ-იანი შემოვლითი გზა გახსნა. ღონისძიებას ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მოსახლეობაც დაესწრო.


ქუთაისის 32 კლ-იანი შემოვლითი გზა, ე-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.

imageimageimageimageimageimageimage




0
1712
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
1712
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0