x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ გაშიშვლდნენ სტუდენტი გოგო-ბიჭები და რატომ გამართეს ფოტოსესია ცხოველებთან ერთად +16
დღეს რომ ფულის კეთების მოტივით ბევრმა დაკარგა თავმოყვარეობა, უკვე უცხო აღარავისთვის არის. ნაწილი სხეულით ვაჭრობს, ნაწილი პორნო ვარსკვლავია და შიშველი პოზირებს ამა თუ იმ ჟურნალის გარეკანებისთვის, განსაზღვრული ნაწილი ხელებს აფათურებს სხვის ცხოვრებაში, რომ სარფიან ფასად რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაიტყუოს. მადლობა ღმერთს, რომ შემორჩნენ ისეთებიც, რომლებიც არც დალაგებას და არც "ბაზარში" ვაჭრობას არ თაკილობენ და ცდილობენ პატიოსანი შრომითა და საკუთარი ოფლით ნაშოვნი ორი კაპიკით გამოკვებონ შვილები. თუმცა დღევანდელ სტატაიაში რასაც მოგითხრობთ არც "ბოსის" საყვარელი რომელიმე მდივანია და არც ორ დიპლომიანი ტაქსის მძღოლი, ისინი ჩვეულებირივი სტუდენტები არიან, რომლებიც გაშიშვლდნენ მოახლოვებული ბანკეტისთვის ფულის საშოვნელად.



image



ავსტრალიაში, ჯეიმზ კუკის სახელობის უნივერსიტეტის, ვეტერინარიული ფაკულტეტის სტუდენტი გოგო-ბიჭები გაშიშვლდნენ და იპოზიორეს, რათა აღნიშნული ფოტოსესიის შედეგად დაებეჭდათ კალენდრები და შემოსავლები დაეგროვებინათ გამოსაშვები საღამოსთვის (ბანკეტი), რომელიც მომავალ წელს ექნებათ.


ამ გზით- შიშველი ფოტოსესიით ფულის შოვნის იდეა სტუდენტ გოგონებს Angela Devi და Sylvia Wood-ს მოსვლიათ, რომლებიც მიხვდნენ თუ რა ხარჯებთან იყო ასოცირებული გრანდიოზული გამოსაშვები საღამო, რისი სახსრებიც უმეტესი სტუდენტის ოჯახებს არ გააჩნიათ. ბიჭებმა კი ეს იდეა უფრო გაამრავალფეროვნეს და დაამატეს, რომ მეტი ეშხისთვის ბუნება და ცხოველებიც შეერწყათ მასში.



მაშასადამე, იდეა ჩამოყალიბდა, ხოლო მისი განხორციელებისთვის საჭირო გახდა შესაფერისი ფოტოგრაფი. სახელგანთქმულმა ფოტოგრაფმა Vicki Miller-მა არ დაიზარა სტუდენტების ოცნების განხორციელება და გამართა ფოტოსესია, სადაც სწორედ რომ შიშველი სტუდენტი გოგო-ბიჭების, ცხოველების და ბუნების კომბინაციაა.


კალენდრები რაღა თქმა უნდა დაიბეჭდა და ოქტომბრის ბოლოს გაყიდვაში გავიდა. თითოეული მათგანის საფასური 19, 95 $-ია, ხოლო 1 წლის მანძილზე მათ სურთ 40 000 $-ს მოუყარონ თავი, იმ შემთხვევაში კი, თუ შემოსულმა თანხამ საჭიროს გადააჭარბა, ბიჭების დიდი სურვილია გაიღონ ქველმოქმედება სახანძრო სამსახურისთვის.



P.S. შეგახსენებთ, რომ სტატია არ საჭიროვებს ასაკობრივ ცენზს, კალენდრები შეუზღუდავად ასაკისაა გაყიდვაში და ამბავი ტელევიზიებმაც გააშუქა გასულ თვეს, სიშიშვლეს კი ისედაც ცხადია ცენზურა ადევს, ასე რომ ტყუილად ნუ დაბლოკავთ, გავასაჩივრებ.


ახლა კი გთავაზობთ ჯეიმზ კუკის სახელობის უნივერსიტეტის, ვეტერინარული ფაკულტეტის სტუდენტი გოგო-ბიჭების შიშველ ფოტოსესიას ცხოველებისა და ბუნების წიაღში.


imageimageimageimageimageimageimageimageimage

2
645
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
645
  
2014, 20 ნოემბერი, 11:55
კარგი, გაიხარე ;)
2014, 20 ნოემბერი, 11:54
გავაზიარე ბარემ სხვამაც ნახოს. :)))
0 1 2