x
image
worldsport.ge
დებიუტი 33 წლის ასაკში

imageასეთებიც ხდება: ფეხბურთელს სანაკრებო დებიუტი 33 წლის ასაკში ჰქონდა. საუბარია "ტორინოს" მცველ ემილიანო მორეტიზე, რომელმაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა. ეს მოხდა ალბანეთთან 1:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში.
მორეტი ამ მხრივ იტალიის ნაკრებში რეკორდსმენია. აქამდე მაურო ტასოტი იყო ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი – ნაკრებში პირველად 32 წლისამ ითამაშა.
ისე, მორეტის იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, მაგრამ ეს როდის იყო, ალბათ, თავადაც არ ახსოვს.
ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge


1
202
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
202
  
2014, 20 ნოემბერი, 12:55
მთავარია შეგეძლოს ,მივესალმებიიი
0 1 1