x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ერთი უჩვეულო დღე ტიბეტში - როგორ აღნიშნავენ ტიბეტელები ბუდას დაბადების დღეს
ქალაქი გიანგძე, რომელიც ტიბეტის მთიანეთში მდებარეობს, განთქმულია არაჩვეულებრივი კულტურული ტრადიციებით, შესანიშნავი არქიტექტურითა და ულამაზესი ხედებით. ამ პოსტში თქვენთან ერთად ვიმოგზაურებთ ამ ეგზოტიკურ ქალაქში, დავათვალიერებთ ქალაქის შემოგარენს, მივიღებთ მონაწიელობას ბუდას დაბადების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში და ბერებთან ერთად განვდევნით ბოროტ სულებს.


image


გიანგძე-სუფთა ტიბეტური ქალაქია, სადაც მუდამ სიმშვიდე, წესრიგი და მყუდროება სუფევს.


image



ქალაქში, ისევე როგორც მთელ ტიბეტში, ძირითად მოსახლეობას ჩინელები შეადგენენ. მათი სახლები ტიბეტელების სახლებისაგან ძალიან იოლი გასარჩევია: ტიბეტელების სახლების სახურავზე ყოველთვის დგას "სიცოცხლის ხე", ხოლო ჩინელების სახლებზე მას ვერასოდეს ვერ ნახავთ.


image


ქალაქში ძირითადად ორი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - პირველი-ესაა ქალაქის ციხესიმაგრე, რომელიც ციცაბო კლდეზე მდებარეობს.


image


მეორე ღირსშესანიშნაობა- პელკორ ჩოდეს მონასტერია. სწორედ მისკენ მიემართება დღეს ქალაქის მოსახლეობა და სტუმრები, რომ იზეიმონ ტიბეტელებისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაული-ბუდას დაბადების დღე, რომელსაც აქაურ ენაზე საგა დავა ეწოდება.


image


მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი მაღაზიაა, სადა შეიძლება წყლის, ჩიპსების და სხვა წვრილმანი სასუსნავის ყიდვა, ან უბრალოდ ჩამოჯდომა და ადგილობრივებთან სურათის გადაღება, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ.


image


მაღაზიების წინ უამრავი ადგილობრივი წარმოების საქონელია გამოფენილი. აქ დილიდან საღამომდე ვაჭრობაა გაჩაღებული.


image


აი მონასტერიც - ის დაარსებულია 1418 წელს და ამჟამად გელუგის სკოლას ეკუთვნის. მონასტერში ასამდე ბერი ცხოვრობს, თუმცა ყოფილა წლები, როცა მათი რიცხვი აქ 3000-ს აჭარბებდა.


image


მონასტერთან არა და არ წყდება მომლოცველების მისვლა, აქ ისინი ადრე დილიდან შეიკრიბნენ.


image


მიუხედავდ იმისა, რო დღესასწაულის დაწყებამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი, მოსახლეობა დილიდან იკავებს საუკეთესო ადგილებს, რათა უფრო კარგად ადევნონ თვალი ზეიმის მსვლელობას.


image


საგა დავას წმინდა დღესასწაული მთვარის ერთი თვის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ის კულმინაციას აღწევს სავსემთვარეობის დროს.


image


ბერები წინასწარ ამზადებენ სპეციალურ კვარცხლბეკს, სადაც ხდება ბუდასათვის ცეცხლის შეწირვა.


image


ეს კი მონასტრის მთავარი ტაძარია, რომელსაც გომანი ეწოდება. ტაძარში ფოტოების გადაღება სასტიკადაა აკრძალული და მხოლოდ ფარულად თუ მოახერხებთ სურათების გადაღებას.


image


საოცარი სილამაზეა ირგვლივ: ყველა კედელი დაფარულია სტატუებით, ფრესკებითა და მოზაიკით.


image


აი ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკება-ბუდა შაკიანუმი.


image


ამ ბუდის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს სამწახნაგოვანი ხანჯალი. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ამ ხანჯლით ახდენს ის ადამიანებიდან სამი უარყოფითი თვისების-მრისხანების, შებოჭილობისა და იგნორორების მოკვეთას.


image


ტაძრის ყველა საკურთხეველზე დევს სანათები, რომლებიც ტიბეტელების ყველაზე საყვარელ მსხვერპლშეწირვის ატრიბუტს წარმოადგენს. სანათი ყველა ადამიანს მოაქვს მონასტერში, ანთებენ მას ტაძრის შესასვლელში და შემდეგ დგამენ საკურთხეველთან.


image


ძირითადი ტაძრის ირგვლივ განლაგებულია სამონასტრო სკოლები, სადაც ახალგაზრდა ბერები სწავლობენ.


image


უკვე ყველაფერი მზადაა დღესასწაულის დასაწყებად.


image


მოედანზე გამოდიან სადღესასწაულო მოსასხამებსა და გვირგვინებში გამოწყობილი ბერები და სიმღერების, დოლებისა და საყვირების ხმებზე ასრულებენ სარიტუალო ცეკვას.


image

შუა ცეკვის დროს მოედანზე გამოდის ბერი, რომელიც ბოროტი სულის კოსტიუმშია გადაცმული.


image


ის იღებს აბგიდან ფქვილს და მოედანზე შეკრებილ მაყურებელს აყრის.


image


ბოროტ სულს მსგავ ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭუნები ეხმარებიან.


image


ბოროტი სულების მთავარი დანიშნულებაა ზიანი მიაყენონ ხალხს - ისინი მათ აფრქვევენ პურის ფქვილს, პარავენ ქუდებს და სხვა წვრილმან ნივთებს.


image


ისინი პატარა ბავშვების მოპარვასაც კი ცდილობენ.

პატარა ტიბეტელებს აშკარად არ მოსწონთ ეს სანახაობა-ისინი ტირიან და შეშინებულები დედების კალთებს ებღაუჭებიან.


image


ამბობენ, რომ მათ, ვინც ბოროტი სულისაგან დაზარალდა, ძალიან გაუმართლათ, რადგან მთელი წლის განმავლობაში მათ ცუდი ამბავი ან უსიამოვნება აღარ შეხვდებათ.

ფქვილის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს ტიბეტელი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება მთელი წლის განმავლობაში.


image


ბოროტი სულები ბოლო წრეს უვლიან, შემდეგ კი მათ, ვისაც აწყენინეს და ზიანი მიაყენეს, ურიგებენ სპეციალურ აბრეშუმის შარფებს, რომელსაც ხადაკი ეწოდება. ტიბეტში ეს პატივისცემისა და თაყვანისცემის უმაღლეს გამოვლინებად ითვლება.


image


ცეცხლოვანი ფუჯა კულმინაციას აღწევს. როცა ცეცხლი ჩაქრობას იწყებს, ბერები უკანასკნელ ცეკვას ცეკვავენ, შემდეგ მიაუხლოვდებიან ბოროტ სულებს და თან მიჰყავთ ისინი. ეს რიტუალი სიმბოლურად აღნიშნავს ბოროტ ძალებზე გამარჯვებას.


image


ასე დასრულდა ერთი ჩვეულებრივი დღე ტიბეტში. ახლა ტიბეტელები მშვიდად დაიძინებენ მთელი წლის განმავლობაში. ისინი ხომ დაცულნი არიან ბოროტი სულებისაგან.


image

4
104
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
104
  
2014, 27 ნოემბერი, 13:10
აბა სულ იქ ჩვენმა მტერმა იცხოვრა:D
2014, 27 ნოემბერი, 13:06
მე ძალიან მიყვარს, მაგრამ დროებით და ცოტა ხნით:))
2014, 27 ნოემბერი, 13:02
გისურვებ მალე აგხდენოდეს..მე არ მიყვარს ეგეთი ეგზოტიკური ადგილები, მეშინია/:)
2014, 27 ნოემბერი, 12:50
მინდა ტიბეტში მოგზაურობა:(
0 1 4