x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
7 ჯანმრთელი ჩვევა, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს

ექსპერტებმა შეაგროვეს თანამედროვე ადამიანის "7 სასიკვდილო ცოდვა", რომლებსაც ძირითადად უცოდინრობის გამო "ჩავდივართ". ეს ის ქმედებებია, რომლებიც უმეტესობას ჯანმრთელობისთვის სასიკეთოდ მიაჩნია, სინამდვილეში კი თურმე პირიქითაა.



1. ყოველდღიური შხაპი.

imageცხელი წყლის, საპნისა და აბაზანის გელის ყოველდღიური გამოყენება კანს ბუნებრივ ცხიმიანობას უკარგავს, აშრობს და დაინფიცირების საფრთხესაც კი ზრდის. თუ მაინც ვერ ელევით შხაპის ყოველდღიურ მიღებას, უარი თქვით საპნების ხშირ გამოყენებაზე და უბრალოდ გრილი წყალი გადაივლეთ.









2. 8 საათიანი ძილი დღე-ღამეში.

imageჯანსაღ ჩვევებს შორის ხშირად მოიხსენიებენ დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათიან ძილს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამდენი ძილის შემდეგ ადამიანს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება უჩნდება. ექსპერტების აზრით ძილის დღე-ღამური დოზა უნდა იყოს არა უმეტეს 7 საათისა, აქედან ღამე მხოლოდ 6 საათი, დანარჩენი ერთი საათი კი დღის მონაკვეთში რამდენიმე პორციად (წათვლემებად) უნდა გადავანაწილოთ. გაირკვა ისიც, რომ დღის მანძილზე 15 წუთიანი წაძინება ღამის 1 საათიანი ძილის ტოლფასია. "ცუდი არაფერია იმაში, თუ ღამით გაგეღვიძათ და ვეღარ იძინებთ, არ ღირს ამაზე არც ნერვიულობა და არც ლოგინში ნერვიულად წრიალი, ადექით და რაიმე სასიამოვნოთი დაკავდით, მოგვიანებით თქვენი სხეული თვითონვე გაგრძნობინებთ როდის იქნება დაძინებისთვის მზად." - აცხადებს ექსპერტი, პროფესორი ჯიმ ჰორნი.


3. პირში წყლის გამოვლება


imageროგორც გაირკვა, წყალი ჩამორეცხავს კბილის პასტის ზემოქმედების შედეგად კბილებზე წარმოქმნილ ფტორის დამცავ ფენას. ასე რომ, პასტის ხმარებიდან მინიმუმ ნახევარი საათი არ არის სასურველი პირში რაიმე სახის სითხის მოხვედრა, გარდა აქტიური ფტორის შემცველი სპეციალური სავლები საშუალებებისა.
და არც ჭამის დასრულებისთანავე კბილების გამოწმენდა არის რეკომენდებული, დაიცადეთ ნახევარი საათი მაინც!


4. უნიტაზზე ჯდომა


imageსაკვირველია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ე.წ. თურქული ტუალეტის პოზა გაცილებით ბუნებრივია და კარგია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სკამის ფორმის უნიტაზზე ჯდომა. ამგვარი ბუნებრივი პოზა ამცირებს ბუასილისა და დივერტიკულოზის განვითარების რისკს. ჟურნალში Digestive Diseases and Sciences ებრაელმა ექიმებმა გამოაქვეყნეს სტატია უნიტაზზე დიდხანს ჯდომის უარყოფითი მხარეების შესახებ.
არადა რამდენ ადამიანს უყვარს ტუალტში საათობით "მოკალათება" და კითხვა...


5. სახლის დალაგება.

imageჟურნალ Psychosomatic Medicine-ში გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ადამიანებს (ქალებს თუ მამაკაცებს), რომლებიც რეგულარულად ალაგებდნენ სახლს, მაღალი წნევა აწუხებთ. ეს კი უკავშირდება ნერვიულობასა და გაღიზიანებას, რასაც ადამიანი სახლის დასუფთავების პროცესში განიცდის. ამას ისიც ემატება, რომ თანამედროვე ქიმიური სარეცხი და სახეხი საშუალებების გამოყენება ზრდის ასთმის რისკს.












6. მკერდით სუნთქვა

imageსთხოვეთ ნებისმიერ ადამიანს, ჩაისუნთქოს ღრმად და ნახავთ, რომ მაშინვე დაიწყებს მკერდით სუნთქვას. არადა, ამგვარი სუნთქვა თურმე არასწორია, რადგან მკერდით სუნთქვისას ჟანგბადი ფილტვების ქვედა ნაწილში ვერ აღწევს. ამიტომ უნდა ვისუნთქოთ მუცლით! ამ ჩვევის გამომუშავება ადვილია შესაბამისი ვარჯიშების საშუალებით.








7. ჭამის შემდეგ დასვენება.

imageარ შეიძლება ნოყიერი სადილის შემდეგ დივანზე წამოწოლა ან დაძინება. ამ შემთხვევაში ორგანიზმი მიღებულ კალორიებს აღარ დაწვავს და კანქვეშა ცხიმის სახით "შეინახავს". ამიტომ ყველაზე კალორიული უნდა იყოს საუზმე, რადგან ამ როდს ნაკლებია შანსი "დივანზე წამოწოლის", შედარებით მსუბუქი უნდა იყოს სადილი. რაც შეეხება ვახშამს, არ ღირს მასზე სრულიად უარის თქმა, შეგიძლიათ მიირთვათ მსუბუქად თუნდაც საღამოს 8 ან 9 საათზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამის შემდეგ 20-30 წუთიან ფეხით გასეირნებას მოიწყობთ.

5
1258
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1258
  
2014, 24 ნოემბერი, 21:10
საინტერესო ნიუსი...მომეწონაააა
2014, 21 ნოემბერი, 22:03
ზფხული ყოველდგიური შხაპის გარეშე???? ეს ყოვლად წარმოუდგენელია
2014, 21 ნოემბერი, 0:31
არაფერს
ეგ ყველაფერი ვიცით მაგრამ არავინ ვასრულებ ამ დოგმას ისევე როგორც სიგარეტის მოწევა კლავს :)
2014, 21 ნოემბერი, 0:28
გმადლობთ. :)
2014, 20 ნოემბერი, 23:42
საინტერსოა
0 1 5