x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
3 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ხელს გვიშლის ბედნიერებაში
ჩვენი ციკლური ცხოვრება დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს დაძაბულობაზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვა ქორნიკული დაავადების განვითარების რისკს უწყობს ხელს. რატომ ხდება ასე, რომ დღე გარბის და საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება? რა გვაიძულებს გადავაბიჯოთ იმ სურვილებს, რომლებიც გვწყურია? დღე იწყება და მთავრდება თვალსა და ხელს შუა, დრო კი სასურველი მიზნებისთვის არ არსებობს და ასეთი ერთფეროვნება გრძელდება მუდმივად. იქნებ დროა დაძაბულობა და დაბნეულობა მოიშოროთ და ცოტაოდენი დრო დაუთმოდ საკუთარ თავს, რაც შეამცირებს დაავადებების განვითარების რისკსა და თქვენი ბედნიერების საწინდარი გახდება. დღევანდელ სტატიაში მინდა იმ 3 ძირითად ფაქტორზე გესაუბროდ, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში ხელი შეგვიშალონ ბედნიერებაში და თუ კი აღმოვფხვრით მათ, ცხოვრებაც აუცილებლად შეიცვლის ფერებს.


image


მაშ, რომელი 3 ძირითადი ფაქტორია ჩვენი ბედნიერების ხელისშემშლელი?



1. დროის დეფიციტი.



ხელისშემშლელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია დროის დეფიციტი პირადი მიზნებისთვის, არადა რატომ არ უნდა წახვიდეთ თეატრში, იკვებოთ რეჟიმით, დაკავდეთ სპორტით ან რომელიმე თქვენი საყვარელი ხელსაქმით, იძინოთ ნორმალური ოდენობით, იშოპინგოთ, მოინახულოდ მეგობრები? თუ ამ ჩამოთვლილთაგან რამოდენიმეს მაინც შეასრულებთ ხშირად, დაავადებების რისკი აუცილებლად შემცირდება და თქვენი ე.წ ერთფეროვანი- უბედური ცხოვრებაც განათდება.

image





2. დანაშაულის გრძნობა.


ძირითადად იმ კატეგორიის ქალები, რომლებიც ქრონიკულად მუშაობენ, ვერ აცნობიერებენ რომ მთავარი ბედნიერება სწორედ ოჯახსა და შვილებშია, რომელთათვის სამწუხაროდ არ რჩებათ დრო. დროთა განმავლობაში ხომ დანაშაულის გრძნობაც იჩენს თავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვიანია. ამიტომ ეცადეთ გაიფერადოთ ცხოვრება მათით, ვინც ასე ძვირფასია, დაუთმეთ უმეტესი დრო შვილებს, მეგობრებს, ოჯახს და კეთილ საქმეებს, რამეთუ არსებობს შვილებზე დიდი ბედნიერება? შეიგრძენით იგი და ნუ დაუშვებთ საკუთარ თავთან პროტესტს დანაშაულის გრძნობაზე.

image





3. საკუთარი თავის უპატივცემულობა.


რატომ ფიქრობთ, რომ თუ ცოტას დაისვენებთ, გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე, მოუსმენთ საყვარელ მუსიკას, წაიკითხავთ წიგნს და დაკავდებით საყვარელი ხელსაქმით, ამით თავს ბევრის უფლებას მისცემთ? ნუთუ ბევრია?!! ზოგჯერ აუცილებელია მიივიწყოთ სამსახური და განიტვირთოდ ასე მარტივად, რომელიც არ საჭიროებს დიდ ფინანსებსა და კურორტებს.

image




P.S. გასაგებია ალბათ, რომ პოსტი ძირითადად იმ მანდილოსნებს ეხება, რომლებიც თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლებს მხოლოდ სამსახურს ალევენ და არ რჩებათ დრო იმაზე ფიქრისთვის თუ რა არის ნამდვილი ბედნიერება. კარიერა და ამბიცია არ ნიშნავს ბედნიერებას, ბედნიერება არაა ზაფხულობით ბორა-ბორაზე დასვენება ან ყოველ დღე ძვირადღირებულ რესტორნებში სიარული, თუნდაც შოპინგი, სოლარიუმი და ა.შ. ბედნიერება ყველასთან არის, თუმცა ყველა როდი უღებს მას კარს. არ შემიძლია არ გამოვხატო საკუთარი აზრი იმ ქალების მიმართ, რომლებიც იფერებენ დიასახლისის სტატუსს და უხეშად რომ ვთქვა- "არ მაზავენ არცერთ სერიალს", გამართობელ თამაშსა თუ საათობით კომპიუტერთან ზიან; "მოგიტანათ რამე სარგებელი ამ ყველა ზემო ჩამოთვლილმა"? ვერც ხვდებით ისე სპობთ და ანადგურებთ საკუთარი ხელით იმ უძვირფასეს დროს, რომელიც აღარ განმეორდება მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ბრუნავს მუდმივად და მოვა სინანული, სინანული ხომ გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის. რატომ უშვებთ ამ ყოველივეს და რატომ არ გამოფხიზლდებით, რომ სწორედ ეს ხელსაყრელი დრო გამოიყენოთ ბედნიერებისთვის, დაუთმოდ შვილებს, რათა გახდეთ სამაგალითონი მათი აღზრდის და არა გაზრდის საკითხში; მოინახულოდ მეგობრები, რომლებიც ყოველთვის გვჭირდება და ჩვენი საყრდენია; გაისეირნოდ; წაიკითხოთ წიგნები, რომლებიც ერთადერთი საზრდოა ამ გაუკუღმართებულ ქვეყანაში. ამ ყოველივეს თუ შეასრულებთ და მინიმალურად მოდუნდებით, აუცილებლად იგრძნობთ ბედნიერებას და აღარ გაისმება თქვენი ბაგედან- " რა უაზრო და ერთფეროვანია ცხოვრება, ყოველი დღე ერთი და იგივე "... შეიგრძენით ცხოვრება სულით-ხორცამდე, სანამ გაქვთ ამის დრო, თორემ არავინ უწყის რა იქნება ხვალ.

0
103
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0