x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სააკაშვილი: ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები დააბრუნა და რუსთავი 2-ის კადრებს იპარავს

image"ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და რუსთავი 2-ის კადრებს იპარავს"-ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი წერს.


"ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და რუსთავი 2-ის კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს. ერთადერთი პრობლემა აქ ის არის, რომ საახალწლო კურიოზებად ტელევიზიები, როგორც წესი, საკუთარ კადრებს უშვებენ და არა მოპარულს, ხოლო ივანიშვილის ნაყიდ ტელევიზიებს ნოემბრის შუა რიცხვებში ახალი წელი ელანდებათ. ან უბრალოდ ისე დაშინდნენ გუშინდელით, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ. ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის წინა თვეებს მაგონებს. ისე კი, ვისაც მართლა აინტერესებს: გუშინდელ კიევის აქციას ესწრებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომის გმირები. სამოქალაქო სექტორის ლიდერები, დეპუტატები და ევროვიზიის გამარჯვებული -რუსლანა, ასევე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები. ამ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ სოლიდარობისთვის და ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად სწორად დაგვირგვინდება, "-წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ჩართვის კულუარული ვიდეოკადრები გავიდა, რაც სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0