x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
5 ქალური ფორმის ვარსკვლავი
16 ნოემბერს მთელს მსოფლიოში აღინიშნა ანორექსიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.


დღესდღეობით ეს პრობლემა აქტუალურია როგორ არასდროს.თუმცა ანორექსიის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეშია აღწერილი.გადავწყვიტე გაგაცნოთ რამდენიმე თანამედროვე ქალური ფორმის ვარსკვლავი, ვფიქრობ ისინი ყოველთვის და ყველა დროს პოპულარულები და მოდურები იქნებიან.


ისევ მიდის კამათი სამოდელო ბიზნესში იდეალურ სტანდარტებზე.ამის პრეცენდენტი გახდა Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანია, სადაც სხვა მოდელებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღო 28 წლის მოდელმა მილა დელბეზიომ.მას 44−46 ზომის ტანსაცმელი სჭირდება, თუმცა ენა ვერაფრით მოგვიბრუნდება, რომ მას მოდელი plus-size ვუწოდოთ. მისი ქალური ფორმები მართლაც რომ მომხიბვლელია.image


თუ საუბარი იმ მოდელებზე მიდგა, რომელთა ზომა plus-size-ია, რა თქმა უნდა პირველ რიგში ისეთ წარმატებულ მოდელს ვახსენებთ, როგორიც კრისტალ რენია.


ეს ქალბატონი ყოველთვის ინარჩუნებს ქალურ ფორმებს, მეტიც, იგი აქტიურად იბრძვის იმისთვის, რომ სამოდელო ბრენდები არ გიჟდებოდნენ "ნულოვანი" ზომის მოდელებზე. image

ბრიტანელმა მსახიობმა და მოდელმა კელი ბრუკმა თავის პირით აღიარა, რომ ქალური ფორმები მისი წარმატების საწინდარია.

"მე მივხვდი რაც ჩემზე "მუშაობს" და შევძელი გამეკეთებინა კარიერა ჩემი სხეულის ფორმით.მე არ მსურს სხვა გავხდე, -ეს ჩემი ბუნებრივი სახეა"-განცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.


ამასთანავე კელი აღიარებს, რომ სამოდელო ბიზნესში მომრგვალებული ფორმის გოგონებს ღირსეულ ყურადღებას არ აქცევენ.

image

თუ დღეს ვინმე "ქალურ ფორმებს" ახსენებს, მაშინვე ასოცირება კიმ კარდაშიანის მიმართულებით ჩნდება.ტყუილად არ ითვლება დღესდღეობით მისი მორგვალებული ფორმები ეტალონად. სწორედ კიმის მომრგვალებული უკანალის გამო დღეს ბრიტანეთში მცხოვრები ქალების უმეტესობა პლასტიკური ქირურგიის კლინიკებს მიმართავენ.image

კიდევ ერთი ქალური ფორმების "ჯიშიანი" მოდელი. ეს გახლავთ სერიალ Mad Men-ის ვარსკვლავი კრისტინა ჰენდრიქსი.ისევე როგორც კელი ბრუკს, მასაც ჰქონდა პრობლემები ქალის თეთრეულის შერჩევის დროს.სწორედ ამიტომ იგი აპირებს საკუთარი სამოდელო ხაზი შექმნას.


კრისტინა ყოველთვის ხვდება "ყველაზე სასურველი ქალების" რეიტინგში.
image

2
85
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
2014, 17 ნოემბერი, 16:21
კი ნამდვილად...
2014, 17 ნოემბერი, 12:48
მდაააააა... ვიქტორია სეკრეტის "გამხმარ" მოდელებს გადაუხაზეს? :))))
0 1 2