x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ძალიან მოკლე ისტორიები, რომლებიც აგაღელვებთ

image





ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა დაეწერა ძალიან მოკლე მოთხრობა, რომელიც ნებისმიერს აუჩუყებდა გულს. მან მოიგო: "იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი" ("For sale: baby shoes, never worn). ამის შემდეგ, მისი გამოცდილება არ აძლევს მოსვენებას მწერლებს და ჩვეულებრივ მოკვდავებს: უამრავი ცდილობს დაწეროს ორ წინადადებაში მთელი ისტორია. გააოცოს და ააღელვოს მკითხველი, ისე, როგორც ჰემინგუეიმ შეძლო 6 სიტყვაში.


წარმოგიდგენ საუკეთესო მცდელობებს:

1. უცხობები, მეგობრები, საუკეთესო მეგობრები, საყვარლები, უცხობები.
2. "თქვენ ნომერი შეგეშალათ" - მიპასუხა ნაცნობმა ხმამ.
3. მე შევხვდი მონათესავე სულს. ის - არა.
4. ვყიდი პარაშუტს: არასდროს გახსნილა...ოდნავ ლაქები აქვს.
5. ეს ჩვენი ოქროს ქორწილია. შევუკვეთე მაგიდა ერთისთვის.
6. დღეს ისევ წარვუდგინე თავი დედაჩემს.
7. გატეხილ საქარე მინაზე იყო წარწერა - "ახალდაქორწინებულები".
8. მე გადავხტი. შემდეგ გადავიფიქრე.
9. ჩემმა გამოსახულებამ ეს ესაა თვალი ჩამიკრა.

10. მაპატიე ჯარისკაცო, ჩვენ წყვილებად ვყიდით ფეხსაცმელს.

11. ის ბოთლიდან კვებავს თავისი ცოლის მკვლელს.
12. წარმოიდგენდი თავს ზრდასრულად. გახდი ზრდასრული. დაკარგე წარმოსახვის უნარი.
13. ქირურგი გადაარჩენს პაციენტს. პაციენტი უფლის მადლიერია.
14. დილით აღმოვაჩინე სურათი მობილურში, რომელშიც მძინავს. მე მარტო ვცხოვრობ.
15. მე არასდროს ვწვები დასაძინებლად, მაგრამ ყოველ ჯერზე მეღვიძება.
16. საცაა ჩაგეძინება, მშვიდი და უზრინველი ძილით...მაგრამ უცებ გესმის შენი სახელი. შენ მარტო ცხოვრობ.
17. შენ გაიღვიძე. იმან ვერა.
18. არ შემიძლია მოძრაობა, ლაპარაკი, სუნთქვა და ხმის გაგება. რომ მცოდნოდა, ანდერძს დავტოვებდი კრემაციის სესახებ.
19. დედამ დამიძახა სამზარეულოდან. როცა ვუახლოვნებოდი სამზარეულოს, გავიგე დედაჩემის ხმა: "არ შეხვიდე. მეც გავიგონე."
20. 312 დღეა, რაც ინტერნეტი არ მაქვს.

0
435
4-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0