x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორი იქნებოდა წითელქუდას ისტორია, სხვა კლასიკოსებს რომ დაეწერათ?

imageწითელქუდასა და მგელის პერსონაჟები, შექმნის შემდეგ არ ტოვებს გულგრილად ყველაზე მნიშვნელოვანი
ადამიანის გონებას. როგორ ფიქრობთ, როგორ მოუყვებოდნენ ცნობილი მწერლები წითელქუდას
ისოტრიას თავის შვილებს, ძილის წინ?





ჰარუკი მურაკამი

როცა გავიღვიძე, წითელქუდას ჯერ კიდევ
ეძინა. მე მოვწიე 7 ღერი სიგარეტი ზედიზედ და გავედი სამზარეულოში, სადაც დავიწყე ლაფშას
მომზადება. ყოველთვის ყურადღებით ვამზადებ ლაფშას და არ მიყვარს, როცა ვინმე ხელს მიშლის.
რადიოდან ისმის პინკ ფლოიდის ხმა. როდესაც ლაფშას დავუმატე სოუსი, ზარის ხმა მომესმა.
კართან მისვლამდე შევიხედე ოთახში. წითელქუდას ისევ ეძინა. თვალი შევავლე მის ყურებს,
ერთი ყურზე დაჰნათოდა ალიონის მზის სხივი. არასდროს მინახავს ასეთი ყურები... კარის
გაღებისთანავე დავინახე მგელი და მაშინვე გამახსენდა ცხვარი....



ვლადიმერ მაიაკოვსკი

თუ

ამხანაგო

შენ უკვე

გახურავს,

ქუდი

წითელი,

იარე

გაბედულად,

რადგან შენთვის

ყველაფერი

სულერთია.

მაგრად

ჩაჰკიდე

ხელი

ფუნთუშებს,

რომლებიც მიგაქვს

ბებიკოსთვის.

არ შეუშინდე

ნაცრისფერ მგელს.


მოპასანი

მგელი მას
შეხვდა. ის მას უყურებდა იმ განსაკუთრებული მზერით, რომლითაც გამოცდილი პარიზელი
გარყვნილი აჯილდოვებს პროვინციელ კეკლუც გოგონას, რომელსაც თავი უცოდველად მოაქვს,
მაგრამ ბიჭს სჯერა გოგოს სისპეტაკის ისევე, როგორც თავად გოგოს სჯერა ამისი და
თითქოს უკვე ხედავს, როგორ იხდის.. როგორ ვარდება მისი სამოსი ერთმანეთის
მიყოლებით და გოგონა რჩება მხოლოდ მაისურში, რომელშიც ნათლად იკვეთება მისი
სხეულის ფორმები.

ჰიუგო


წითელქუდა ჟრჟოლამ აიტანა.
ის იყო მარტო. ის იყო მარტო, როგორც ნემსი უდაბნოში, როგორც კენჭი ვარსკვლავებს
შორის, როგორც გლადიატორი შხამიანი გველებით გარშემორტყმული...



ჯეკ ლონდონი

მაგრამ ის იყო ღირსეული
წარმომადგენელი თავისი გვარისა... მის
სისხლში ჩქეფდა ძლიერი სისხლი ჩრდილოეთის თეთრი დამპყრობლებისა. ამიტომ, თვალის
დახამხამების გარეშე ეცა მგელს, მიაყენა
მას დამანგრეველი დარტყმა და მაშინვე დაამატა კლასიკური აპერკოტი. შეშინებული
მგელი გაიქცა. წითელქუდა უყურებდა მას,
სანამ არ მიიმალა და სახეზე მომხიბვლელი, ქალური ღიმილი დასთამაშებდა.


გაბრიელ გარსია მარკესი

გაივლის
წლები და დახვრეტის მოლოდინში მდგომი მგელი, გაიხსენებს იმ შორეულ საღამოს, როცა
ბებიამ შეჭამა იმდენი ტორტი თაგვის წამლით, რამდენიც ეყოფოდა ათასობით ვირთხის
ამოწყვეტას.



უილიამ შექსპირი

შევჭამო, თუ არ შევჭამო? საკითხავი სწორედ ეს არის!



ერიხ მარია რემარკი

მოდი ჩემთან - უთხრა მგელმა.
წითელქუდამ შეავსო ორი ჭიქა კონიაკით და ჩამოუჯდა მას ლოგინზე. ისინი ისუნთქავდნენ
კონიაკის ნაცნობ არომატს. ამ კონიაკში იყო დაღლილობა და მოწყენილობა - დაღლილობა
და მოწყენილობა ბლანტი ბინდისა... კონიაკი იყო თავად სიცოცხლე.

რა თქმა უნდა - თქვა წითელქუდამ - ჩვენ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. მე არ
მაქვს მომვალი.

მგელი დუმდა. ის ეთანხმებოდა ქალს.

0
130
3-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0