x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მიშა მშვილდაძე: კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ამბავი ისეთი დამთრგუნველი იყო, რომ ამ თემაზე რამდენიმე დღე ვერაფერს ვწერდი

image"კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ამბავი ისეთი დამთრგუნველი იყო, რომ ამ თემაზე რამდენიმე დღე ვერაფერს ვწერდი"-ამის შესახებ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერი მიშა მშვილდაძე წერს.


"მადლობა ყოველდღიურ სამსახურებრივ საქმეებს, რომ სულ სხვა რამეებზე ყურადღება გადამატანინა და პარალელურად ცხონებულზეც იმდენი და იმფერი ითქვა უკვე, რომ მეტის წარმოდგენაც კი რთულია. ამასობაში კი გავიგე, რომ ოთარ სეფიაშვილიც გარდაცვლილა-ჩემი ცნობიერი ბავშვობის ყველაზე დიდი შთაბეჭდილებების-"ილუზიონის" ავტორი და წამყვანი. ჰოდა, მინდა, რომ ამ ორი, ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, ძვირფასი ადამინის ხსოვნა ამ ერთ პოსტში ჩავტიო. მაგალითადაც გამოდგეს იქნებ იმათთვის, ვისაც საყოველთაო თანასწორობის იდეის ბრწყინვალება ელემენტარული ტაქტისა და ეთიკის ნორმებს აკარგვინებს და საღიღინოდ ამჩატებს. ღმერთმა გაანათლოს მათი სული. სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორი ვართ-მეც გიდასტურებთ, "-წერს მიშა მშვილდაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0