x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნიჭიერი შეშლილები, რომლებმაც მსოფლიოს დიადი იდეები დაუტოვეს(ნაწილი I. ედგარ ალან პო და ფრიდრიხ ნიცშე)

imageპაციენტი 1: ედგარ ალან პო
ამერიკელი მწერალი და პოეტი(1809-1849)

დიაგნოზი: სულიერი აშლილობა.

სიმპტომები: სიბნელის შიში, მეხსირებასთან დაკავშირებული პრობლემები,
არაადეკვატური ქცევები, ჰალუცინაციები.

ავადმყოფობის
ისტორია: უკვე 1830-იანი წლების მიწურულს, ედგარ ალან პო იტანჯებოდა ხშირი
დეპრესიით. ის დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებდა, რაც გავლენას ახდენდა მის
ფსიქიკაზე. ალკოჰოლს მალე დაემატა ოპიუმი. არსებითი გავლენა იქონია პოს
ფსიქოლოგიის რყევაზე მისი ახალგაზრდა საცოლის მძიმე ავადმყოფობამ(მას ცოლად ჰყავდა
თავისი ბიძაშვილი - ვირჯინია. მათი ქორწინება შედგა მაშინ, როდესაც ვირჯინია 13
წლის იყო. 7წლის შემდეგ, 1842 წელს, პოს მეუღლეს დაემართა ტუბერკულიოზი, ხოლო 5
წელში ის გარდაიცვალა). ვირჯინიას გარდაცვალების შემდეგ - პომ ამის შემდეგ 2 წელი
იცოცხლა - ედგარი კიდევ რამდენჯერმე იყო შეყვარებული და ჰქონდა ორი მცდელობა
დაქორწინებისა. პირველი ჩაიშალა იმის გამო, რომ სატრფომ უარი განაცხადა ცოლობაზე,
რადგან ეშინოდა პოეტის. მეორე ქორწინების მცდელობა კი ჩაიშალა მწერლის გამო,
რადგან ის ძლიერ დათვრა და ჩავარდა საშინელ მდგომარეობაში, რის შემდეგაც წაიყვანეს
კლინიკაში, სადაც 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამ პერიოდში იტანჯებოდა საშინელი
ჰალუცინაციებისგან. პოს ერთ-ერთი საშინელი კოშმარი, მარტოობაში სიკვდილი, ახდა.
მან უამრავ ადამიანს დაადებინა პირობა, რომ მის გვერდით იქნებოდნენ სიკვდილის ბოლო
წუთებში, მაგრამ 1849 წლის 7 ოქტომბერს, ღამის 3 საათზე, მის გვერდით არცერთი
ახლობელი არ იყო. სიკვდილის წინ ითხოვდა ჯერემი რეინოლდსის ნახვას.


იდეები, რომლებიც სამყაროს დაუტოვა:ყველაზე პოპულარული ჟანრი თანამედროვე ეპოქისა.

პირველი - საშინელებათა ჟანრის მოთხრობა ან რომანი(ჰორორი). მეორე ჟანრი კი -
დეტექტივია. სწორედ პოს შემოქმედება „სიკვდილი მორგის ქუჩაზე“ და „მარი როჟეს
საიდუმლო“ გახდა შერლოკ ჰოლმსის იდეის შთამაგონებელი.

imageპაციენტი 2: ფრიდრიხ ნიცშე

გერმანელი ფილოსოფოსი (1844-1900)


დიაგნოზი: მოზაიკური შიზოფრენია.

სიმპტომები: განდიდების მანია( აქვეყნებდა ჩანაწერებს ტექსტით: „ორი თვის შემდეგ
გავხდები პირველი ადამიანი დედამიწაზე“, ითხოვდა გაექროთ მისი სახლიდან ყველა
სურათი, რადგან თვლიდა, რომ მისი სახლი ტაძარი იყო); გონების დაბინდვა( ბევრს უნახავს, როგორ ეხვეოდა ცხენს
ქალაქის მთავარ მოედანზე);
თავის ძლიერი ტკივილები, არაადეკვატური ქცევები. სამედიცინო ბარათში წერია,
რომ შეშლილი ფილოსოფოსი ფეხსაცმლიდან სვამდა საკუთარ შარდს, უყვიროდა საავადმყოფოს დარაჯს, რომელიც ბისმარკი ეგონა, მერე კი საწოლის გვერდით, იატაკზე იძინებდა. გამოღვიძებული
კი თხასავით დახტოდა).

იდეები,
რომლებლიც სამყაროს დაუტოვა: ზეადამიანის იდეა(როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ
ეს შეშლილი ადამიანი, რომელიც გამოსცემდა უცნაურ ხმებს და თხასავით დახტოდა, ჩვენთვის
ასოცირდება თავისუფლებასთან, მორალურ, სრულყოფილ, კეთილისა და ბოროტის შემცნობ ფილოსოფოსად).
ახალი მორალის იდეა. მან მოგვაწოდა ასევე ფაშიზმის იდეა: ავადმყოფები და სუსტები უნდა
მოკვდნენ, ძლიერებმა კი უნდა მოიგონ! მან დაუშვა პირველად იდეა: „ღმერთი მოკვდა“

0
469
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0