x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რკინის ბოძი
რკინის ბოძი


გზაშიდ შემხვდა რკინის ბოძი,

რკინის თანაც აყლაყუდა,

ვერ მპატიობს ტლიკინს, ბორძიკს
დამიბრუნებს ახლა ხურდას.



გაუნძრევლად ვიდექ მძორის,

ვიდრე რაღაც ამოვშაქრე,

სადაც ვირი ბალახს სძოვს ძლივს,

ვაბალახებ ამ ორ აქლემს.


სთქვა და წამში აყლაყუდა,

განზედ გადგა, გამეცალა,

დამიბრუნებს ახლა ხურდას,

ჩემზედ ჯობნის ასწევს ალამს.


15 ნოემბერი 2014 წელი.



თუ ვერ გადვურჩი სულის წარწყმედას,

მე ლუციფერთან შევკრავ ალიანსს,

არ მეტკინება გული აწ მეტად,

ვეჭვობ რომ დამწყდეს როსმე ძალიან.


ფერი და ხორცი ბღენძის თუ შემრჩა,

თავაწეული მოვძებნი მაღლა,

წაღმა აბრუნებს რომელიც ჩემს ჩარხს

საკვირველია, არა გრძნობს დაღლას.


ეგებ გადვურჩე სულის წარწყმედას,

ღმერთო მიშველე, მინდა გადავრჩე,

გზააბნეული ბევრიც მწამს მწყემსე,

სულიც რომელთა ძალზედ ჰგავდა ჩემს.

15 ნოემბერი 2014 წელი.


0
37
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0