x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სამშობლო
მიყვარხარ სამშობლოვ ვაჟასებრ არწივთა,

მეც მართვეს, მემკვიდრეს ქართული არწივის,

დამეტყო, ირგვლივ და ბუდეშიც აცივდა,

მაგრამ მე დღეს ბუდეს საკუთარს არ ვჩივი.



მიტომ რომ ვერა სჯობს ქათამი ასი ფრთაც,

სამშობლოს არ სტოვებს, ითმენს და არ წივის,

არ ხიბლავს უცხოთა იქ ბარი, აქეთ მთა,

აქ უჯობს ირაოც, ასე სთვლის არწივი.


15 ნოემბერი 2014 წელი.



ს ი ნ ა ნ უ ლ ი თ


შორიდან ვეყუდნით სამშობლო ქვეყანას,

ვიბრალებთ მამულის შვილობას შორიდან,

თავზედ როს გონებით საღს, ობლებს გვეყარა,

ვიღაცამ მთლად ბოლოს ამ სუსტი ჭორის სთქვა.


ვერაფრით დაიტევს ქვეყანა მონას ბევრს,

დღითიდღე სულ მეტი მომხდურის სამშობლო,

და სიოს ევროპის მხარიდან მონაბერს,

შეირგებ მხოლოდ იქ, სხვათათვის სად ობლობ.


15 ნოემბერი 2014 წელი.



0
6
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0