x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
შოკისმომგვრელი გასტრონომიული შედევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
გველები, ნიანგები, მატლები და სხვა "გემრიელობები", რომელთაც დღევანდელ ნაკრებში გთავაზობთ, ბევრ თქვენგანს ალბათ ზიზღს მოჰგვრის, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს კერძები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და დელიკატესებადაც კი ითვლება. ამასთანავე დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი შოკს გვგვრიან თავიანთი გარეგნული შეხედულებით, ეს კერძები საკმაოდ გემრიელია და ამავე დროს სასარგებლოც. მოდით, დატკბით ამ ეგზოტიკური დელიკატესების ხილვით და გულახდილად აღიარეთ, რომელი მათგანის გასინჯვას ისურვებდით.


შხამიანი გველები


image

გველები მრავალი ქვეყნის სამზარეულოში გამოიყენება - დაწყებული ვიეტნამური გველის ღვინით და დამთავრებული ჰონკონგური გველის სუპით. გველის ხორცი ძალიან ჰგავს ქათმისას, მხოლოდ ის ოდნავ უხეშია. გველს ატყავებენ და წვავენ ტაფაზე ან შამფურზე. სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვაგვარ სანელებელს უკეთებენ, ძირითადად გამოიყენებენ წიწაკასა და მარილს.




ალპაკა


image

ბევრ თქვენგანს ალბათ არც კი სმენია ამ ცხოველის შესახებ. ეს წყვილჩლიქოსანი ძირითადად ფასდება თავისი ბეწვით, რომელიც ქაშმირივით რბილია და ნაზი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ არამარტო შეიძინოთ სვიტერი ან წინდები, დამზადებული ამ ძვირფასი აქლემისებრთა ოჯახის ცხოველის ბეწვისაგან, არამედ შეგიძლიათ შეჭამოთ კიდეც ის. ყველაზე საუკეთესო, რასაც ალპაკას ხორცისაგან აკეთებენ, ესაა სტეიკი medium rare. ამბობენ, რომ ის ისეთივე ნაზია და რბილი, როგოც სახელგანთქმული ძროხის ხორცი ვაგიუ. ამ კერძის მირთვევა რეკომენდირებულია ბორდოს წითელ ღვინოსთან ერთად.



ნიანგი


image

მხოლოდ რამოდენიმეა თეთრი ხორცის სახეობებიდან, რომელთაც არ აქვს ქათმის ხორცის გემო. სწორედ ამ რიცხვს მიეკუთვნება ნიანგიც. ნიანგის საუკეთესო ნაწილს მისი კუდი წარმოადგენს. ამბობენ, რომ ამ რეპტილიის ხორცს უნიკალური გემო და ტექსტურა აქვს. თუ რაიმესთან შეიძლება ნიანგის ხორცის შედარება, ესაა ზღვის ეშმაკის ხორცი, მაგრამ ნიანგის ხორცი ცოტათი უხეშია მასთან შედარებით. მას ძირითადად კარაქში წვავენ.



ვეშაპი


image

ვეშაპი - ძალიან იშვიათი ცხოველია, რომლის ხსენებას თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს ეკოაქტივისტების და ცხოველების უფლებებისათვის მებრძოლების წყობილებიდან გამოყვანა. ვეშაპის ხორცის გემო ოდნავ წააგავს თინუსის გემოს. როგორც წესი, მას მიირთმევენ იმბირის მარიდანთან, სოიოს სოუსთან და ვასაბისთან ერთად. თუმცა არის ერთი გარემოება: თუ თქვენ ვეშაპის ხორცის გასინჯვა მოგინდებათ, გაითვალისწინეთ, რომ უახლოესი რესტორანი, სადაც ამ დელიკატესს ამზადებენ, ისლანდიაში მდებარეობს. ასე რომ თქვენ ეს სიამოვნება არც ისე იაფი დაგიჯდებათ.



კასუ მარცუ


image

თქვენ გიყვართ ფრანგული ან შვეიცარიული ობიანი ყველი მკვეთრი სუნით? თუ გიყვართ, ეს ჯერ კიდევ არაფერია. აი თუ თქვენ კასუ მარცუს ყველი მოგწონთ, ეს მართლაც გასაოცარია და შოკისმომგვრელი. ეს არის რბილი მწარე ცხვრის ყველი, რომელიც ხელოვნურადაა დაბინძურებული ცოცხალი მატლებით. საქმე იმაშია, რომ დამზადების შემდეგ ამ ყველს ინახავენ ღია ადგილას, რომ მისმა სუნმა მიიზიდოს ბუზები. ბუზები კვერცხებს დებენ ყველზე, მათგან კი მატლები იჩეკება. მატლები ჭამენ ყველს და ის ამის გამო ყროლდება. გემოთი კასუ მარცუ გორგონზოლას ყველს წააგავს. ჰო, მართლა, ეს ყველი აკრძალულ პროდუქტად ითვლება მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე, მისი შეძენა მხოლოდ შავ ბაზარზე შეიძლება.

ისა და....მისამართი ხომ არ გინდათ იმ შავი ბაზრების, სადაც ეს უნიკალური ყველი იყიდება?



მატლები huhu


image

ეს მატლები მაორების - ახალზელანდიელი აბორიგენი მოსახლეობის ტრადიციული კერძია. მათ ჭამენ ცოცხლად ან წვავენ . ამბობენ, რომ შემწვარი მატლები ტექსტურითა და გემოთი ძალიან წააგავს არაქისის კარაქს. ასე რომ, თუ თქვენ უახლოეს ხანებში ახალ ზელანდიაში მოხვდებით, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა და აუცილებლად გასინჯეთ ეს კერძი. ბოლოს და ბოლოს, მოხალული არაქისი ხომ ბევრ თქვენგანს უყვარს.




"სვიტბრედი" (ტკბილი პური)


image

სახელწოდებამ არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გეგონოთ, რომ ლაპარაკია რაიმე ფუნთუშეულზე. ამ სუფთა ბრიტანული კერძის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცხვრის ჯირკვლები, საყლაპავი მილი და კვერცხები. ეგზოტიკური კერძის გასინჯვა ნებისმიერ ბრიტანულ სოფლის პაბში შეგიძლიათ... რა თქმა უნდა, თუკი მის გასინჯვას რომელიმე თქვენგანი გაბედავს.



ჭრიჭინობელები


image

ცილებით მდიდარი ამ მშვენიერი მწერებით პირის ჩატკბარუნება მსოფლიოს მრავალ კუთხეში შეგიძლიათ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ისინი მექსიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებში. შემწვარი ჭრიჭინობელები ხრაშუნა გემოთი გამოირჩევიან. მათ როგორც წესი, ლაიმით და ნივრით ანელებენ.



ზღვის ღორი


image

ზღვის ღორი პოპულარული დელიკატესია ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აღმერთებენ მას სამხრეთამერიკულ ანდებში, განსაკუთრებით პერუში, კოლუმბიასა და ბოლივიაში. ზღვის ღორებს ძირითადად ღია ცეცხლზე ამზადებენ, ისევე როგორც ნანადირევს. გემოთი მისი ხორცი სახელგანთქმული შავი ქათმის ხორცს წაააგავს, თუმცა თუ ამ იშვიათი ინდონეზიური ქათმის ერთი ულუფისათვის 2500 დოლარის გადახდა მოგიწევთ, სამაგიეროდ პერუს ნებისმიერ რესტორანში ზღვის ღორის მირთმევა გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

აი პერუში სამოგზაუროდ წასასვლელად კი რამდენის გადახდა მოგიწევთ, ეს უკვე აღარ ვიცი.



ზებრა


image

არ გეგონოთ, რომ ზებრებზე ნადირობენ - ეს საქმიანობა ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. მათ სპეციალურად აშენებენ აღმოსავლეთ აფრიკის ეკოსისტემა სერენგეტის სპეციალურ ფერმებში. ეს ზებრები ველურებისაგან ძალიან განსხვავდებიან, ისინი ცხენებს უფრო ჰგვანან, ვიდრე თავიანთ ველურ თანამოძმეებს. ზებრის ხორცი აბსოლუტურად უცხიმოა და მაგარი, ამიტომ გირჩევთ სტეიკის ნაცვლად ზებრის ბურგერი მიირთვათ, თუმცა ამისათვის სულ მცირე, კენიაში მოგიწევთ წასვლა... რას ვიზამთ, მხოლოდ ხელოვნება როდი მოითხოვს მსხვერპლს, ხანდახან მსხვერპლის გაღება გურმანებსაც სჭირდებათ.

14
577
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
577
  
2014, 27 ნოემბერი, 14:57
კარგი ჰო გნებდები:)) (შინაგანად არა:))
2014, 27 ნოემბერი, 13:49
იმერული ხაჭაპური ხომ განთქმულია:)
2014, 27 ნოემბერი, 13:47
ცუდო დამჩაგრე ჰო :'( მაგრამ მაინც :* :* :*
2014, 27 ნოემბერი, 13:40
:DDDD
2014, 27 ნოემბერი, 13:37
უიჰ:)) მგონი ჯობია მართლა გავჩუმდე:))
2014, 27 ნოემბერი, 13:36
მე კიდევ იმერელი მინიმუმ 5 თაობით:D
2014, 27 ნოემბერი, 13:36
ნუ ნახევრად ოსი ვარ დედით და ასე რომ ვერ გადამაფიქრებინებ :P :* :* :*
2014, 27 ნოემბერი, 13:33
ეგ არსად წამოგცდესსს, დუტ:D
2014, 27 ნოემბერი, 13:32
ოსური უკეთესია :P
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10