x
image
K.P.
მაკოლეი კალკინი ცოცხალია! როგორ შეიცვალა მსახიობი ბავშვობიდან დღემდე (+ფოტოები)
image
მაკოლეი კალკინი 1980 წლის 26 აგვისტოს ნიუ-იორკში დაიბადა. სულ რაღაც 4 წლისა უკვე ნიუ-იორკის ფილარმონიის სცენაზე იდგა, ფილმმა "მარტო სახლში" კი ის ნომერ პირველ ბავშვ მსახიობად აქცია. ფილმის სცენარი სპეციალურად მაკოლეი კალკინისთვის დაიწერა, თუმცა, მთავარმა რეჟისორმა კრის კოლამბუსმა მაინც გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ქასთინგი, რათა დარწმუნებულიყო, რომ მაკოლეიზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობდა. მსახიობს ხშირად მოულოდნელ აღმოჩენასა და ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც უწოდებენ. ეს ალბათ იმიტომ, რომ მსახიობის კარიერა ისევა წარმატებულას არ გაგრძელდა როგორც დაიწყო. მაკოლეის კარიერის დანგრევას, მამამისს კიტ კალკინს აბრალებენ. მამას შვილის კარიერაზე მეტად მისი ჰონორარი ადარდებდა. მაკოლეი კი "წარმატებული ბავშვი მსახიობიდან" "წლის ყველაზე ცუდ მსახიობად" და "ოქროს ჟოლოს" მფლობელად იქცა.

მსახიობმა ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა. მაკოლეი დაქორწინებული გახლდათ რიჩელ მაინერზე. ქორწინებამ მხოლოდ 2 წელს გასტანა. მაკოლეის რომანი ჰქონდა მილა კუნისთსნაც. ბოლო დროს კი ისინი კარგ მეგობრებად ითვლებოდნენ.


მაკოლეი, როგორც ბევრი წარმატებული ხელოვანი, ნარკოტიკების მომხმარებელი გახლავთ. ექიმები მას აფრთხილებენ, რომ ცხოვრების წესი შეცვალოს, თორემ სიკვდილი გარდაუვალი იქნება. ამ ყველაფრის მიუხედავად ის საკუთარ ბინაში გამუდმებით წვეულებებს აწყობს და ნარკოტიკებსაც ეტანება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის მაკოლეი საკუთარ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა. მსახიობი ცოცხალია და თავსაც შესანიშნავად გრძნობს. თუმცა ექიმების მტკიცებით, მაკოლეის ბევრი დრო აღარ დარჩა, მსახიობი ბოლოდროინდელ ფოტოებზეც ცუდად გამოიყურება.image


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
692
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0