x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რობერტ პლანტმა უარი განაცხადა 500 მილიონ £ -ზე ,იმისთვის,რომ "ლედ ზეპელინი" კიდევ ერთხელ შეკრებილიყო

ჯგუფ Led Zeppelin-ის სოლისტმა რობერტ პლანტმა დახია 500 მილიონიანი კონტრაქტი, რის მიხედვითაც ჯგუფს 2015 წელს უნდა გაემართა მსოფლიო ტურნე დაშლიდან 35 წლისთავზე.image





























როგორც გაზეთი The Mirror-ი იუწყება მილიარდელი რიჩარდ ბრენსონი შეხვდა ჯგუფის წევრებს და შესთავაზა მსოფლიო ტურნე.თითოელს უხდიდა 190 მლნ.£-ს, პლუს 70 მილიონს შემოსავლიდან.

image



გიტარისტი ჯიმი პეიჯი და ბასისტი ჯონ-პოლ ჯონსი დათანხმდნენ.თანხმობა განაცხადა დრამერმა ჯეისონ ბონემმაც.


ბრენსონს სურს მსოფლიო ტურნე Zep-თან ერთად ერთ-ერთი თავის თვითმფრინავით მოიაროს.გეგმაშია 45 კონცერტის გამართვა.

image

როგორც The Mirror’-ს ჯგუფთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, პეიჯმა, ჯონსმა და ბონემ უმცროსმა თანხმობა განაცხადეს, მხოლოდ სოლისტმა რობერტ პლანტმა ითხოვა მოსაფიქრებლად 48 საათი.


"ეს იყო ნამდვილი შოკი, მან უარი თქვა და საბუთები დახია."


აღსანიშნავია, რომ შარშან ამერიკის ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა Led Zeppelin-ის წევრებს სთხოვა დროებით შეკრებილიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა საქველმოქმედო შოუში ქარიშხალ Sandy-ის მსხვერპლთა მხარდასაჭერად, თუმცა როგორც აქციის ორგანიზატორმა დევიდ ზელცმანმა განაცხადა "კლინტონმა თხოვა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს."


შეგახსენებთ, რომ ლედ ზეპელინი ბოლოს 2007 წელს დროებით შეიკრიბა და გამართა კონცერტი ლონდონში, მაშინ პლანტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:"ჩვენ გარშემორტყმულები ვიყავით ცირკის ადამიანებით, რომლებსაც ჩვენი სული ცეცხლში ჰყავდათ მომწყვდეული.მე არ ვარ მუსიკალური ავტომატის ნაწილი."

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0