x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანის ხელით შექმნილი შედევრები - ყველაზე გასაოცარი უძველესი ხიდები მსოფლიოში
მდინარეების და ხეობების გადასალახად ადამიანები უხსოვარი დროიდან აგებდნენ ხიდებსა და სხვა გასაოცარ ნაგებობებს. თუ დავაკვირდებით შუა საუკუნეებში აშენებულ ქვის ხიდებს, გაოცება შეგვიპყრობს, თუ როგორ ახერხებდნენ ძველი ადამიანები ყოველგვარი ტექნიკის გარეშე აეშენებინათ ისეთი გამძლე და დახვეწილი არქიტექტურული ნაგებობები, რომლებიც დღესაც მყარად დგას და საკმაოდ სტაბილური და უსაფრთხოა. ამ ხიდებმა გაუძლებს წლებსა და საუკუნეებს, ქარსა და თოვლს, წვიმასა და წყალდიდობებს, მეწყერებსა და მიწისძვრებს. გარდა ამისა, ისინი პეიზაჟის ულამაზესი შემავსებლებიც არიან, რომელთა ხილვასაც გადავყავართ მისტიკურ და ზღაპრულ სამყაროში.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ისტორიული ხიდი, რომლებიც დღესაც მყარად დგას და მნახველს ხიბლავს თავისი სილამაზითა და გრანდიოზულობით.




ელ პუენტე ნუევო, ესპანეთი. ამ ხიდს, რომელიც 120 მეტრი სიღრმის ხეობაზეა აღმართული, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშენებდნენ


image




იდნოსის მთები, საბერძნეთი. ნეტავ როგორ ახერხებდნენ ძველად ამ საოცრებების აგებას?


image


მიულარტალი, ლუქსემბურგი. ეს საოცარი ხიდი ყოველგვარი ცემენტის და ბეტონის გარეშეა აგებული


image



ულტნომის ჩანჩქერი, აშშ. ეს საცალფეხო ხიდი თითქოს ჰკიდია 30 მეტრი სიღრმის ხეობის თავზე


image



ერმიტაჟი, შოტლანდია. ეს ხიდი აშენებულ იქნა 1770 წელს


image



აზტულეგა, ესპანეთი. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი მოხვდეს ამ საოცარ კუნძულზე, ამისათვის კი ხიდის გადალახვაა საჭირო, რომლის გასავლელად ზუსტად 237 ნაბიჯის გავლა დაგჭირდებათ


image



ეროვნული პარკი იოსემიტში, აშშ. ეს ხიდი აგებულია კალიფორნიაში, მდინარე მერსედზე


image



მთვარის ხიდი, ტაიბეი, ტაივანი. ეს ხიდი სულ რაღაც 50 წლისაა, მაგრამ უდავოდ მშვენიერია, არა?


image



გლენფინან - ვიანდუქტი, შოტლანდია. ძველი სარკინიგზო ხიდი, რომელიც 120 წელზე მეტი ხნისაა


image


კემბრიჯი, შოტლანდია. ხიდი 1717 წელს იქნა აშენებული. ეს არის უძველესი ქვის ხიდი შოტლანდიის მთებში


image



ლანდვასარ - ვიადუქტი, შვეიცარია. ყოველდღიურად ამ ხიდზე 60-ზე მეტი მატარებელი გაივლის ხოლმე. ის შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში


image



ნიუკასტლი, აშშ. პენსილვანიის შტატში ჯერ კიდევ არსებობს ეს ხიდი, რომელზეც გაიარა პირველმა მატარებელმა ამერიკის კონტინეტზე


image



ჟოჟე-დე-ლარიეზე, შვეიცარია. მდინარე არიეზზე აგებული ეს ხიდი ულამაზეს გარემოსთან ერთად განუმეორებელ ლანშაფტს ქმნის


image



ცისარტყელას ხიდი, აშშ. ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავი ქვის ხიდიდან, რომლებიც უიტკინს-გლენის ეროვნულ პარკში მდებარეობს


image



ხის ფესვებისაგან აგებული ხიდი, ინდოეთი. ეს არის ერთადერთი ხიდი ჩვენი სიიდან, რომლის შექმნაში ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია. ის თავად ბუნების ქმნილებას წარმოადგენს. ხიდი წარმოქმნილია კაუჩუკის ხის ფესვებისაგან და საკმაოდ მყარია


image




4
266
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
266
  
2014, 8 ნოემბერი, 18:32
აჰა:)
2014, 8 ნოემბერი, 18:30
ულამაზესია. ენით აღუწერელი.
2014, 8 ნოემბერი, 18:27
მაშაააა:*
2014, 8 ნოემბერი, 18:08
მართლაც საოცრებააა :P
0 1 4