x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილი ქალბატონების "ქუჩის სტილი"-ვარსკვლავების მოდური ყოველდღიური ჩაცმულობა
მსახიობები, მოდელები, მომღერლები და სხვა ცნობილი ქალბატონები ყოველთვის უზადოდ უნდა გამოიყურებოდნენ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ფოტოგრაფის "მსხვერპლი" აღმოჩნდნენ. მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის მიუხედავად ყველა ვარსკვლავი არ ზრუნავს თავისუფალ დროს გარეგნულ იერსახეზე. თუმცა მათ შორისაც არიან მოდური ქალბატონები, რომლებისთვისაც დრო, სიტუაცია, გარემოება

არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მუდამ გამორჩეულად და გემოვნებით გამოიყურებოდნენ.


სუპერ-დედა მომღერალი ბიონსე ბავშვთან ერთად სეირნობისასაც ისე გამოიყურება როგორც გადასაღებ მოედანზე-თეთრი ფერის პულოვერი, ზოლიანი ქვედაკაბა,

მკვეთრი ფერის მაღალ -ქუსლებიანი ფეხსაცმელი და მოდური იერსახეც მზადაა.


image


მომღერალი რიანა თაყვანისმცემლებს აოცებს არაფორმალური სამოსის არჩევანითაც. ჯინსები და სქელი ზედა სამოსი-რა უნდა იყოს უფრო მარტივი? მაგრამ ამ ყოველდღიურ ჩაცმულობასაც რიანა ამატებს გამორჩეულ აქსესუარებს ვარდისფერი მოსასხამის და უზარმაზარ ჩარჩოიანი სათვალის სახით და მოდური გარეგნობაც მზადაა.

image

ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი-ქალბატონი ჯენიფერ ლოპესი მუდამ საუკეთესო ფორმაშია. ის ყოველთვის გემოვნებით არჩევს ყოველდღიური და გამოსასვლელ სტილის სამოსს. რამდენიმე დღის წინ ტელეშოუს გადაღებებიდან ჯენიფერი გამორჩეულ "total-black"-სამოსში იყო გამოწყობილი.

image

ყოველთვის ელეგანტური ჯესიკა ჩესტეინი ფერების შეხამების საუკეთესო მცოდნეც აღმოჩნდა და მშვენიერი ყოველდღიური ანსამბლი შექმნა.

image

ასევე ყოველთვის ქალური და ელეგანტურია მსახიობი რიზ უიზერსპუნი, მაღაზიაში საყიდლებზე წასასვლელად რიზი მოკლე ლურჯ ქვედაბოლოს და წითელ-ყვავილებიან ბლუზაში გამოეწყო. მსახიობის ჩანთა შესანიშნავად ეხამებოდა ბლუზას, ხოლო ფეხსაცმელი ქვედაბოლოს.

image

გვინეტ პელტროუ თავს არიდებდა ფოტოგრაფებს ლოს-ანჟელესის აეროპორტში, თუმცა
მშვენივრად გამოიყურებოდა. გვინეტის ნაცრისფერ, ტანზე მომდგარ შარვალ-კოსტუმს წითელი ჩანთა ახალისებდა.

image


მსახიობი ენ ჰეტევეი წითელ ხალიჩაზე ნაზ, ქალურ სტილს არჩევს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი უფრო მამაკაცური სტილის სამოსს ირგებს, მაგ. შავი ჯინსი უსახელო მაისურთან და ბაიკერის ჩექმებთან ერთად მოხერხებული და კომფორტულია.

imageმოდელი კაროლინა კურკოვა საშემოდგომო ყოველდღიურ-სტილსაც გემოვნებით არჩევს: თბილი ქვიშისფერი კარდიგანი, დამოკლებული ჯინსები და შავი დაბალქუსლიანი ჩექმა-ნიუ-იორკის ქუჩებში სასეირნოდ საკმაოდ მოსახერხებელია.
image




0
492
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0