x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ზოდიაქოს წარმოშობის ისტორია და რისი წელი იქნება 2015 წელი?


აღმოსავლური კალენდარი უკვე არსებობს 47საუკუნეზე მეტია, მას უმეტესად აზიაში იყენებენ, მაგრამ ევროპელებიც დიდ ინტერესს იჩენენ. ამიტომაც, უკვე ძალიან ბევრს გაუჩნდა კითხვა - რისი წელია 2015 წელი ჰოროსკოპით?

უამრავი ჰიპოთეზა არსებობს ამ კალენდარის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე ლამაზი ლეგენდა ბუდასთანაა დაკავშირებული. ბუდამ, სანამ იმ ქვეყნად წავიდოდა, შეკრიბა ცხოველები, მაგრამ მოვიდა მხოლოდ 12. ერთგულებისთვის მადლიერების ნიშნად, მოძღვარმა, ამ ცხოველებიდან თითოეული დააჯილდოვა მთვარის თითო წლით, იმ თანმიმდევრობით, რომლითაც მოვიდნენ. პირველი იყო ვირთხა, მერე ხარი და მათ მოყვნენ: ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ტახი. უკვე ათასწლეულებია არ იცვლება ეს თანმიმდევრობა, რომელიც ბუდამ დაადგინა.

ძველი და ლამაზი ლეგენდა დღესაც ძალიან მიმზიდველია საზოგადოებისთვის. ხალხს სჯერა, რომ ცხოველები - განასახიერებენ კოსმიურ ძალა, რომელიც გავლენას ახდენს ბედისწერაზე და აყალიბებს ამა თუ იმ წელს დაბადებული ადამიანების ხასიათზე. ცხოველების გარდა, აღმოსავლურ ჰოროსკოპს აქვს კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია 5 სტიქიასთან: ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი და წყალი. გარდა ამისა, ყოველ წელს აქვს თავისი ფერი: პირველი ორი წლის ცისფერია, მერე - ორი წითელი და ასე შემდეგ.

2015 წელი - მერვე წელია 12 წლიანი ჩინური ციკლის მიხედვით. აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, წელი იწყება 19 თებერვლიდან 2015 წლის და მთავრდება 2016 წლის 7თებერვალს. ეს იქნება თხის წელი, რომელიც განასახიერებს ქალურ საწყისს. თხა - ფრთხილი და მშიშარა ცხოველია, მაგრამ უყვარს შეუპოვრობა და მიზანმიმართულობა. ქარაფშუტა და არამყარ თხას, აქვს მსუბუქი ხასიათი... ჩვენი ცხოვრებაც ამ წელს, სწორედ ასეთი იქნება.

სტიქია - ხე. ეს სიბოლოა გაზაფხულისა და დილი. ელენატურობა და სიბრძნე მისი დამახასიათებელია. ამავე დროს, ეს ელემენტი ითვლება ყველაზე ძლიერ, გადამწყვეტ და მოუდრეკელ ნიშნად. ხე პასუხისმგებელია ხელოვნებასა და წარმოსახვაზე. ეს ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია სტიქიებიდან. ხე - ცხოვრების, გონებისა და ცოდნის წყაროა. ამიტომაც, ეს წელი კარგი იქნება დაოჯახებისთვისა და ბავშვების გაჩენისთვის.

წლის ფერი იქნება ცისფერი(მწვანეც). ამრიგად, ჩვენ გველის ცისფერი ხის თხის წელი. ასტროლოგები გვპირდებიან, რომ ეს იქნება ყველაზე მშვიდი, გულუხვი და უსაფრთხო. სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც უნდა მუშაობა და გამომუშავება. ვინც ოცნებობს შვილის ყოლაზე, მიიღეებს მას.



0
4689
2-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
4689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0