x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დროა საქართველოში ერთხელ მაინც განისაზღვროს სწორი პოლიტიკური ვექტორი.


image

მიუხედავად იმისა რომ, საქართველოში ხელისუფლება ხშირად იცვლება მაინც არ დაადგა საშველი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორის სწორ განსაზღვრას.
ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა რომ, ქვეყანას გეზი ექნებოდა აღებული ნატოს ალიანსში გაწევრიანებაზე და ევროინტეგრაციაზე, რასაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, რადგან საზოგადოების ეს ნაწილი და მათ შორის მეც ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ რუსეთისაგან მუდმივად მომავალი საფრთხეების შემაკავებელ ძალას მხოლოდ ნატოში გაწევრიანება და ევროინტეგრაცია წარმოადგენდა.
ნაციონალურმა მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საკმაოდ სწრაფი დდა ვიტყოდი დროული ნაბიჯები იქნა გადადგმული ნატოსთან და ევროინტეგრაციასთან დაახლოების კუთხით, თუმცა სამწუხაროდ 7 ნოემბრის, 26 მაისის მოვლენებმა და 2008 წლის რუსეთის მიერ პროვოცირებულმა ომმა ძალზე შორს გადასწია ნატოსთან და ევროსტრუქტურებთან დაახლოების პროცესი.
ამასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ბოლო წლებში ბიზნესსზე განხორციელებულმა ზეწოლამ და ძალადობრივმა პოლიტიკამ საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რამაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა გამოიწვია.
შეიცვალა ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოსულმა კოალიციამ "ქართული ოცნება" იგივე განცხადება გააკეთა ნატოსთან და ევროინტეგრაციასთან მიმართებაში, რამაც კოალიციისადმი ნდობის ხარისხი გააუმჯობესა. კოალიციამ ხელისუფლებაში მოსვლისას უხვად "დაარიგა" დაპირებები, თუმცა დაპირება ერთია და შესრულება მეორე.
დაპირებებს დავანებოთ თავი, სამწუხაროდ მინისტრთა კაბინეტის ხშირი ცვლა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და შესაბამისად მოსახლეობაზე, ხოლო რუსეთის მიმართ გატარებულმა "მაამებლურმა" პოლიტიკამ ოპოზიციური სპექტრის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია კოალიციის მიმართ. ბოლო დღეებში თავდაცვის უწყებაში განხორციელებულმა დაკავებებმა ამ უწყების მინისტრის პროტესტი გამოიწვია, რამაც საბოლოო ჯამში "შეიწირა" მისი თანამდებობა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია-პროკურატურა როგორც მონოლითური უწყება უუნაროა, რასაც ადასტურებს გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობა დიდი ხნის მანძილზე.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში დაკავებები შესაძლოა სამართლებრივად გამართლებული იყოს, მაგრამ როცა უწყების ხელმძღვანელი და გენერალური შტაბის უფროსი სტრატეგიულად და სასიცოცხლოდ აუცილებელი თავდაცვითი სისტემების შესყიდვებზე აწარმოებენ მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყანასთან, ასეთ დროს დაკავებები ასეთი ხმაურიანი ფონით არ უნდა ხდებოდეს.
ვფიქრობ ეს დაკავებები და მინისტრი ალასანიას განთავისუფლება არ აისახება სასიკეთოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებში. აქ პიროვნებაზე ან პიროვნებებზე არაა გამახვილებული ყურადღება არამედ თავად ფაქტზე-უდროო დროს განხორციელებულ დაკავებებზე და საკადრო ცვლილებებზე.
საბედნიეროდ ბატონმა ალასანიამ ჟურნალისტის დაჟინებულ კითხვებს, თუ რა სახის შეიარაღებაზე მიმდინარეობდა საუბარი არ უპასუხა.
უკვე საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლოს აშშ გვპირდებოდა გადმოეცა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც შეჩერდა ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, რადგან ვფიქრობ აშშ-ს ხელისუფლება გადავიდა დაკვირვების და შესწავლის რეჟიმში ახალი ხელისუფლების მიმართ.
სამწუხაროდ ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე (მე არ ვიცი და რომ ვიცოდე ბუნებრივია მაინც არ ვიტყოდი) თუ რა სახის ან რა რაოდენობის აუცილებლობით ნაკარნახევი შეიარაღების შესყიდვებზე წარმოებდა მოლაპარაკება, თუმცა ვფიქრობ ეს მოლაპარაკებები და მათი ეფექტურობა "წყალს გაატანა" ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა.
ალასანიას გადაყენების პარალელურად თანამდებობიდან გადადგა ევროინტერაციის სახელმწიფო მინისტრი, რაც ძალზე ცუდად აისახება ქართულ საგარეო პოლიტიკაზე ევროსტრუქტურებთან და ნატოსთან დაახლოების კუთხით.
არის მეორე უარყოფითი (თან არცთუ უმნიშვნელო) მხარეც, თუ გაგრძელდა მინისტრების გადადგომა მოსალოდნელია სამთავრობო კრიზისი, ხოლო თუ ალასანიას პარტია გამოვიდა საპარლამენტო კოალიციიდან, ამ შემთხვევაში პარლამენტში კოალიცია "ქართული ოცნება" დაკარგავს უმრავლესობას, რასაც კანონპროექტების ჩავარდნა და საბოლოო ჯამში საპარლამენტ კრიზისი მოჰყვება, რაც თავისთავად დღის წესრიგში დააყენებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.
და ბოლოს ბატონო და ქალბატონო პოლიტიკოსებო! დროა განსაზღვროთ საგარეო პოლიტიკის ვექტორი, ხან რუსეთი ან ხან დასავლეთი არ გამოვა (ერთ გოგოს ორ კაცზე ერთდროულად ვერ გაათხოვებთ), თან პოლიტიკური ვექტორი საათი არაა წრეზე იტრიალოს.

9
23
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
23
  
2014, 5 ნოემბერი, 22:45
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ძალიან.
2014, 5 ნოემბერი, 18:48
ნეტა ვინ უნდა მოვიდეს ახალი და თან კარგი...მართლა მონარქია აღადგინონ მგონი ჯობია
2014, 5 ნოემბერი, 18:47
მეც მივესალმებოდი, არც წინა და არც ეს მთავრობა, ახალი ძალა უნდა მოვიდეს...
2014, 5 ნოემბერი, 18:45
ძალიან კარგი თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და ფართო გზას დაადგებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები
2014, 5 ნოემბერი, 13:53
სამწუხაროდ დიპლომატიური ლავირების უნარის მქონე პოლიტიკოსების "დეფიციტი" გვაქვს.
მიუხედავად ამ პიროვნებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა, ვაღიარებ: შევარდნაძე იყო ასეთი პოლიტიკოსი.
2014, 5 ნოემბერი, 13:50
-ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. :)) არცერთი, მაგრამ ეგრე სად არის... :(((((
2014, 5 ნოემბერი, 13:48
BIძ - BრAVO და კიდევ საღოლ:D
2014, 5 ნოემბერი, 13:47
მადლობა
ასე ვთქვათ-ერთი ამოსუნთქვით დავწერე.
2014, 5 ნოემბერი, 13:45
ღირდა წვალებად - ძალიან გიშრომია G" A"
0 1 9