x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაყიდოს შეუფასებელი ნახატიFrance

imageსაფრანგეთის ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაყიდოს მსოფლიოში ერთ ერთი შედევრი "მონა ლიზა" 2, 5 მილიარდ დოლარად. მათ ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ნაციონალური ვალის დასაფარად მიიღეს. ეს ინფორმაცია კი საფრანგეთის ტელეარხმა გადმოსცა France 24.
საეჭვოა, რომ ეს თანხა გადაჭრის იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საფრანგეთი დგას. დღესდღეობით სახელმფწიფო ვალი მიახლოებით 3 ტრილიონ ევროს ითვლის. 1962 წელს "მონა ლიზა" დაზღვეულ იქნა 100 მილიონ დოლარად და ითვლებოდა როგორც შეუფასებელი ნახატი.
როგორც რელეარხი აღნიშნავს "მონა ლიზა" არ არის ერთადერთი ხელოვნების ნიმუში პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქში 173 მუზეუმია, რომლებშიც უხვადაა მსოფლიო შედევრები.მაგალითად, თუ გადავხედავთ მუზეუმი ორსეს ასევე ფასდაუდებელ შედევრებს, მაშინ საფრანგეთს თავისუფლად შეეძლება სახელმფწიფო ვალის გადახდა მაგ ნივთებთან გამოსალმების ხარჯზე. თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ კოლექციები, რომლებიც ინახება სახელმფწიფო მუზეუმებში, შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ სახელმფწიფოს და არავის სხვას.ამჟამად პარიზი არ არღვევს ამ კანონდებლობას, თუმცა უკვე გაიყიდა ღვინის მარანი ელისეის საპრეზიდენტო სასახლეში რაც კანონით ნებადართულია.

"მონა ლიზა" ან "ქალბატონი ლიზა დე ჯოკონდა" – შექმნილია მიახლოებით 1503-1505 წწ ლეონარდო და ვინჩის მიერ. ვარაუდობენ, რომ ოსტატმა ფლორენციელი ვაჭრის მეუღლის პორტრეტი შექმნა, რომელიც ლუვრში მიახლოებით 1793 წლიდან ინახება.

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0