x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბუნების საოცრება-კაინდის ტბა ტიან-შანის მთიან მასივში, ყაზახეთის ტერიტორიაზე.


image
ბუნების საოცრება ყაზახეთში-კაინდის ტბა.
ტიან-შანის მთიან მასივზე ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებულია კაინდის ტბა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ბუნების ნამდვილი საოცრებაა.
ეს ტბა ბუნების ღირსშესანიშნაობის "ძეგლია" ყაზახეთისათვის.
ამ საოცარი მთის წყალსატევის ნახვით "მონუსხული" ტურისტები ასობით და ათასობით ჩამოდიან ტბის და ტბის შემოგარენის დასათვალიერებლად.
ტბა წარმოიქმნა მიწისძვრის შედეგად, რომელიც ამ მხარეში 1911 წელს მოხდა.
მძლავრმა მეწყერმა, რომელიც ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია პრაქტიკულად ჩაკეტა ერთერთი ხეობა, რამაც შეჰქმნა გავაკებული ჩაკეტილი ტერიტორია, სადაც წვიმის წყლის დაგროვებით შეიქმნა წყალსატევი, რომლის სიგრძემ 400 მეტრამდე მიაღწია, ხოლო სიღრმემ კი დაახლოებით 25 მეტრი.
კაინდის ტბის წყალს გადაჰკრავს ზურმუხტისფერი შეფერილობა, რაც განსაკუთრებულ შეფერილობას აძლევს ტბას და ამასთან ერთად ტბის წყალი ფსკერამდე გამჭვირვალეა. ბუნებრივია როგორც სხვა მთის მასივებში მოთავსებული ტბები, კაინდის ტბის ტემპერატურაც საკმაოდ დაბალია და მისი საშუალო ტემპერატურა +6 გრადუსია.
განსაკუთრებით ლამაზი პეიზაჟს ტბის გარშემო ქმნის ფიჭვის კორომები, რომელთა ასაკი დაახლოებით 100 წელია. ხეობის ჩაკეტვის შედეგად ბევრი ხე წყლის ქვეშ მოექცა, ამ ხეების დიდი ნაწილი სვეტებივითაა ტბის ზედაპირზე ამოსული, რაც დამატებით საოცარ სანახაობას წარმოადგენს ტურისტებისათვის.
ზამთრის პერიოდში ტბის ზედაპირი იფარება ყინულის საკმაოდ სქელი ფენით, თუმცა ეს ხელს არ უშლის ტურისტებს ტბის დათვალიერებაში და არც მეთევზეების ნაკლებობაა ტბაზე ამ პერიოდში.
გასული საუკუნის 30-იან წლებში ტბაში გაუშვეს კალმახი, რომელიც მშვენივრად შეეგუა ტბას და საკმაოდ გამრავლდა, ახლა ტურისტებს და იქ ჩასულ მეთევზეებს უფლება აქვთ ანკესით ითევზაონ ტბაზე.
ყოველწლიურად ბუნების ამ საოცრების სანახავად, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზეა ათასობით ტურისტი ჩამოდის, ტურისტების სიმრავლეს განაპირობებს წყალსატევის არაჩვეულებრივი ხედი და ალმა-ათასთან სიახლოვე.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს
imageimageimageimageimageimageimageimageimage








8
394
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
394
  
2014, 10 ნოემბერი, 13:01
დროის პრობლემა თუ მომეხსნა ცოტა ხნით, მაგას რა აჯობებდა. :)
2014, 10 ნოემბერი, 12:00
მანდ თუ არა აქ საქართველოში წავითევავოთ სადმე
:)
2014, 7 ნოემბერი, 12:40
კომპანიონობას გაგიწევდით დიდი სიამოვნებით, მეც მიყვარს თევზაობა.
2014, 7 ნოემბერი, 12:39
დიდი სიამოვნებით ვითევზავებდი
2014, 4 ნოემბერი, 13:28
აქედან ხო საოცრებაა და წარმოიდგინე ადგილზე რა იქნება.
2014, 4 ნოემბერი, 13:24
ეს რა იყო, მართლაც საოცრება.
2014, 4 ნოემბერი, 13:24
დიდი სიამოვნებით ვნახავდი.
2014, 4 ნოემბერი, 13:18
G A :Dსაოცრებაა
0 1 8