x
image
worldsport.ge
ნადალს ოპერაცია გაუკეთეს

imageმსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერმა რაფა ნადალმა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა. მალიორკელს ქირურგიული მანიპულაცია ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარეს და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
რაფა ჰოსპიტალში 2 დღეს გაატარებს, შემდეგ შინ გაწერენ და მოგვიანებით ექიმები იმასაც ეტყვიან, თუ როდიდან შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშის განახლებას.
ქრონიკული აპენდიციტის გამო ნადალმა წლევანდელი სეზონის დასკვნითი ტურნირები გამოტოვა და სავარაუდოდ, პაუზის შემდეგ მისი პირველი შეჯიბრება 2015 წელს დოჰაში იქნება.



გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0