x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სილამაზის საიდუმლო დეტალები, რომელიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს
პროფესიონალს მოყვარულისგან განასხვავებს წვრილმანი საიდუმლო დეტალების ცოდნა. მაგ. რატომ უნდა წაისვათ ტონალური კრემის ზემოდან დამატენიანებელი? როგორ გავახანგრძლივოთ ფრჩხილის ლაქის მდგრადობა? მაკიაჟის მცირე საიდუმლო დეტალები ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს.

image
- ყოველთვის წაისვით კოსმეტიკა დატენიანებულ კანზე. იმ შემთხვევაშიც, თუ კრემს დილით ისმევთ, მაკიაჟს კი დღისით ან საღამოს იკეთებთ, კრემი კიდევ ერთხელ გადაისვით და დაელოდეთ სანამ ბოლომდე შეიწოვება. გაითვალისწინეთ, რომ თუ ტენიანობის ნაკლებობა კანის აქერცვლას იწვევს, ზედმეტი კრემი ცხიმიან სიპრიალეს განაპირობებს.

-ტონალურის თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი რომ იპოვოთ, რამდენიმე ვარიანტი წაისვით ნიკაპის გასწვრივ. შეადარეთ მათი ელფერი ბუნებრივი განათების პირობებში, აირჩიეთ ის საშუალება, რომელიც უფრო მეტად შეეხამება თქვენი სახის და ყელის ფერს.

-ცხელ სეზონზე მოერიდეთ სახეზე კოსმეტიკის მრავალი ფენის დადებას. აირჩიეთ ერთი მრავალფუნქციური საშუალება მაგ. BB ან CC-კრემი მშვენივრად ითავსებს პრაიმერის, ტონალური ფუძის როლს.



image

-ნუ შეუშინდებით სახის ოვალის შესწორებას შესაფერისი საშუალების გამოყენებით. ისწავლეთ მათი გამოყენება, "კონტურინგის" თანამედროვე პროდუქტები მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება. მთავარია ჩრდილის ფერი ნარინჯისფერი ქვეტონის გარეშე იყოს და ის კარგად დატუშეთ სახეზე.

-კანს უფერული იერი რომ მოაშოროთ, მაკიაჟი რომ გაახალისოთ, გამოიყენეთ შემდეგი ხერხი: დამატენიანებელი საშუალება გადაისვით ტონალური კრემის ზემოდან შუბლზე, ნიკაპზე, ცხვირზე და ღაწვებზე სახეზე თითების მიტყაპუნების გზით.

-ნებისმიერი ტონალური კრემის ტექსტურის გაღიავება და მისთვის სიმსუბუქის მინიჭება შეგიძლიათ მასში დამატენიანებელი კრემის შერევით. სიმუქის მისანიჭებლად კი დაამატეთ თხევადი "ბრონზერი" ან უფრო მუქი ფერის ტონალური ფუძე.


image
- თვალის ირგვლივ მიდამოსთვის განკუთვნილი კონსილერი კრემისებური კონსისტენციის უნდა იყოს, რათა ნაოჭებს ხაზი არ გაესვას. ხოლო ნაკლის (ანთების, სიწითლის, პიგმენტაციის) დასაფარად განკუთვნილი კორექტორი კი ოდნავ მშრალი და არაცხიმიანი უნდა იყოს, რათა დამაგრდეს ერთ ადგილას დაწესებული დროით.
-კონსილერი თვალის ქვემოდან გადაისვით და გამოყავით სამკუთხედის და არა ნახევარწრის მიდამო. სამკუთხედის სამი კუთხეა-თვალის კუთხეები და თვალის გუგის მოპირდაპირე ქვედა წერტილი. ამგვარად შენიღბვა ბუნებრივი გამოვა.
-ზოგჯერ ყველაზე მდგრადი ფანქარიც არ "ჩერდება" ადგილზე.

თუ ბევრი ძებნის შემდეგაც ვერ შეარჩიეთ შესაფერისი ვარიანტი, გამოიყენეთ თხევადი ფანქრები. ისინი სწრაფად შრება და რჩება თვალებზე დიდი ხნის განმავლობაში.
-ვარდისფერი პომადის ასარჩევად ტუჩებზე ვერტიკალურად გადაისვით სამი განსხვავებული ვარიანტი, შესაფერისი კი ის ვარიანტია, რომელიც თქვენი ღრძილების ფერს მეტად შეეხამება.


image
-წითელი პომადის არჩევისას გაითვალისწინეთ ორი ძირითადი მომენტი. პირველი სახის ტონი-თუ თქვენ თბილი ელფერის სახე გაქვთ, თამამად აირჩიეთ ნარინჯისფერი ტონალობის პომადა, ხოლო ცივ ტონალობას კი ჟოლოსფერ-წითელი ფერები უხდება. ნეიტრალური წითელი, რომელშიც თანაბრად არის თბილი და ცივი პიგმენტი, უხდება ყველა ქალბატონს.

მეორე ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ-პომადა ტუჩებს ვიზუალურად უნდა ათეთრებდეს და არ უნდა აყვითლებდეს.
-იმისათვის, რომ განსაზღვროთ როგორი ტონის კანი გაქვთ ცივი თუ თბილი, დაიხედეთ მაჯაზე. თუ თქვენი ვენები ცისფერი ან იასამნისფერია პირველ ტიპს განეკუთვნებით. თუ უფრო მუქი მოყავისფრო-მეორეს.
-სპორტულ დარბაზში ვარჯიშისას უარი თქვით ტონალურ კრემსა და პუდრზე. თუმცა წამწამების ტუში, ფანქარ-გასმული წარბები და კონსილერი ხელს არ შეგიშლით.
-მოციმციმე კოსმეტიკა ნაოჭების მიდამოში არ გადაისვათ, რადგან ისინი უფრო შესამჩნევი გახდება.

-ტუშის დახმარებით შეგიძლიათ თვალის ფორმის კორექტირება. უფრო დიდი და მრგვალი თვალების მისაღებად შეიღებეთ ზედა წამწამები წარბების მიმართულებით. ნუშისებური ფორმის თვალის მისაღებად ზედა წამწამები საფეთქლის მიმართულებით შეღებეთ.
-ხშირად თვალის ჩრდილი შეფუთვაში უფრო მუქი ჩანს, ვიდრე კანზე. სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ თვალის თეთრი ფანქარი, რომლითაც დაშტრიხავთ ქუთუთოს მთლიან ზედაპირს და ზემოდან გადაუსვამთ ჩრდილს. იგივე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრჩხილის ლაქთან მიმართებაში. თეთრი ფერის ლაქის ზემოდან ნებისმიერი ფერი უფრო გამოკვეთილად ჩანს.


image
-წარბების დახატვისას ნუ ესწრაფვით სრულ სიმეტრიას,

-თუ თქვენი თმა ცხიმიანი ან შერეული ტიპისაა, არ წაისვათ კონდიციონერი თმის ძირებზე. რადგან თმა მოცულობას დაკარგავს. გაანაწილეთ ის ყურის მიდამოდან თმის ბოლოებისკენ.
-კონდიციონერის გამოყენების შემდეგ თმა ჩამოიბანეთ გრილი წყლით, რათა დაიხუროს თმის კუტიკულა და მისი ეფექტი გახანგრძლივდეს.
-ფრჩხილის ლაქი სწრაფად გაშრება თუ ხელებს ცივ წყალში ჩაუშვებთ.

- და ბოლოს ნუ შეუშინდებით სუნამოების შერევას. ეს არის ყველაზე მარტივი გზა მიიღოთ უნიკალური კომპოზიცია.

0
742
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0