x
image
worldsport.ge
გაშმაგებული ლუის ენრიკე

imageკატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-10 ტურში ყოფილ გუნდთან ვიგოს "სელტასთან" (0:1) წაგებით გაშმაგებულია.
"არ ვწუხვარ, საერთოდ კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით. კარისკენ 19-ჯერ დავარტყით, აქედან 9 კარში წავიდა, თუმცა ვერ გავიტანეთ. ხდება ხოლმე ისე რომ ბურთი კარში ვერ გადის. თუმცა გაშმაგებული ვარ ამ მატჩით, რათა მომენტები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ. უნდა შევეცადოთ აღნიშნული ხარვეზი აღმოვფხვრათ, მომდევნო მატჩში ბევრი მომენტები შევქმნათ და გოლებიც გავიტანოთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
1941 წლის შემდეგ "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "სელტასთან" პირველად წააგო. ლუის ენრიკესთვის მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მარცხი გახლავთ. მომდევნო მატჩს "ბლაუგრანა" სტუმრად "ალმერიასთან" 8 ნოემბერს ჩაატარებს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0