x
image
worldsport.ge
სიგარეტის კიდევ ერთი მავნე თვისება

imageინგლისელმა მეცნიერებმა, რომლებიც სამედიცინო სფეროზე არიან ორიენტირებულნი, დაადგინეს, რომ სიგარეტი სპორტსმენებს (და არამარტო მათ) არამხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას უზიანებს და გამძლეობას უქვეითებს, “პაპიროზისმოყვარეობა“ თურმე აზროვნებაზეც უარყოფითად მოქმედებს.
ბრიტანელმა მედიკოსებმა მრავლწლიანი მუშაობის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მწეველი ადამიანი სპორტულ მოედანზე (და სხვა, ცხოვრებისეულ მოედნებზე) გადაწყვეტილებებს შედარებით გვიან იღებს ვიდრე არამწეველი და უფრო მეტად უჭირს სხვა და სხვა სათამაშო ეპიზოდში გარკვევა.
ამ ყველაფრის მიზეზი ის ყოფილა, რომ სიგარეტის მოხმარება ტვინის გარკვეულ უჯრედებს კლავს და მწეველი ადამიანი სწორედ ამიტომაც ხდება ნაკლებად პროდუქტიული.
ინგლისში სიგარეტის გადაგდებასთან დაკავშირებით ბევრი ლექციები ალბათ არაა საჭირო, მაგრამ ქართველ ჭაბუკებს ამის გაცნობა ნამდვილად სჭირდებათ...

www.worldsport.ge

0
346
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0