x
image
beko777
"მეგას" განცხადება - (იუმორნარევი ესსე, წვიმიანი ამინდის ფონზე)
image„მეგა“ არ აღიარებს სხვა ავტორიტეტებს ამ საქმეში - გარდა ხალხისა!


საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალი - დაარსდა 1999 წელს, ამ პერიოდისთვის არსებული 7 სხვადასხვა დასახელების დაჯილდოების ცერემონიალებთან კონკურენციაში რთულად მოიპოვა საკუთარი ადგილი, ვიდრე ქვეყნის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებამდე... გადაიტანა რევოლუციები, ომები, მიწისძვრები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მერები, კულტურის სამინისტროები, შავები, ქურდები, ცისფერები, გადაიტანა ყველაფერი (!) რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ ვიდრე 2014 წლამდე მოსაღწევად!


ყველაზე მნიშვნელოვანი - ამ წლების მანძილზე არცერთი(!)... არც-ერთი წელი არ ჩაუგდია და ყველაფრის და ყველას (!) მიუხედავად აკეთებდა ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს, არცერთი წელი არ იუკადრისა არც - ფილარმონიის დარბაზი, არც რესტორნის, არც კლუბის, არც თეატრის... ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა მიზანს რომელიც 1999 წლიდან დაისახა: - ქართველი ხელოვანების სიცოცხლეშივე დაფასება! და ქვეყნის კულტურული ცხოვრევის გზაზე, პრეცედენტის შექმნა, რომ - საქართველო-ც ევროპული ქვეყანაა და განვითარებადი ქვეყნის სტატუსიდან, ოდესმე მაინც გადავა განვითარებული ქვეყნის აბრევიატურით, ახალ სტადიაში.


image"მეგა" ერთადერთია (ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციისგან განსხვავებით) ვინც სიკვდილის შემდეგ უკვდავყო ისეთი დიდი მუსიკოსების სახელი როგორიც იყო - დათო ოძელაშვილი (და დაარსა "ოძელას მეგა") ირაკლი ჩარკვიანი (და დაარსა "მეფეს მეგა") თეონა ქუმსიაშვილი (და დაარსა "თეონას მეგა")...



არცერთი წლის არცერთ პერიოდში არ შეუწყვეტია მთელს საქართველოში მონიტორინგი, ფიზიკურად ჩასვლა-ძებნა-ძიების პროცესი! არცერთხელ არ უთქვამს უარი არცერთი ფესტივალის, კონცერტის თუ ღონისძიების განხილვაზე, "მეგა" ყოველთვის დამოუკიდებელი საშუალებებით აწარმოებს საქართველოს შემოვლას და ყველაფრის დოკუმენტალიზაციას...!


image"მეგა" - არასოდეს ერეოდა ხალხის არჩევანში, მეტიც - ხშირად არც იზიარებს ამათუიმ ნომინაციაში გამარჯვებულის ტიტულს, ხანდახან ფიქრობს, რომ დაუმსახურებლადაც იღებენ ქვეყნის მთავარ მუსიკალურ ჯილდოს ზოგიერთები, მაგრამ "მეგა" არასოდეს ერთპიროვნულად არ წყვეტდა ამ საკითხს - ხალხის აზრი (ყოველგვარი კომერციული სმს-ების და იდიოტური LIKE-ების გარეშე - პირდაპირ უსმენდა ხალხს - მთელს საქართველოში) ხალხის აზრი იყო, არის და იქნება პრიორიტეტი.... "მეგა" არ აღიარებს სხვა ავტორიტეტებს ამ საქმეში - გარდა ხალხისა!


"მეგას" ქონდა, აქვს და ექნება შეცდომები - იმიტომ, რომ მას ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომელთაც უყვართ და ერთგულობენ ამ საქმეს და არანაირად 1999 წლიდანაც კი, არ სურდათ პროექტის ერთჯერადობა! ამიტომაც არ ყოფილა მისი ჩატარება დამოკიდებული არცერთი მთავრობის, ხელისუფლების, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან "მათისტების" დახმარებაზე... მეტიც "მეგას" ყოველთვის ყავდა (!) და ყავს დღესაც (!) მოშურნე ჩინოვნიკები სპეც-სახელისუფლო ორგანიზაციებში, რომლებსაც დღესაც კი აკვირვებთ (!) - თუ რატომ, რატომ არცერთ წელიწადს არ ჩაიშალა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი....


imageმალე - საქართველოში გამოიჩეკება ახალი ცერემონიალები, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებულ-მოწყობილი! მალე - ქართულ შოუ-ბიზნესს ტალღასავით (!) გადაუვლის მყვირალა სახელები და ორგანიზატორთა სახეები... მაგრამ როგორც მაშინ, როცა ქართულ რეალობაში გამოჩნდა ქართული შოუ-ბიზნესის დაღუპვის დასაწყისის ხელშემწყობი ორგანზიაცია "არტ-იმედი" და არავინ მოგვისმინა, ახლაც ვაცხადებთ მაშინდელივით - ეს ტალღები ცუნამივით გადაუვლის ყველაფერს! - ამიტომ იყავით ფრთხილად, ყურადღებით - ყველაფერი რაც ბრწყინავს და ყვირის, ოქრო და ბოჩელი არ არის! - ერთჯერადი - მხოლოდ პრეზერვატივია კარგი!!!
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი "მეგა"


გილოცავთ მოახლოებულ მე-15 საიუბილეო დაჯილდოებას და ყველა მოწვეულ სტუმარს, ნომინანტს, ჟურნალისტს და დაგელოდებათ - 5 დეკემბერს 19:00 სთ „თბილისი არტ-ჰოლში“, წითელ ხალიჩაზე, ჰაი-კლასის მანქანებით შემოსულნი, ფეირვერკებით, დაცვის კორიდორით და ხალხით...


image

image

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0