x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ადამიანების უცნაური კოლექციები
ცნობილი ადამიანების გატაცებას და მათ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. რის კოლექციას აღარ აგროვებენ ისინი: მარკებსა და მონეტებს, გერბებს და დროშებს, პლასტმასის სამკაულებს და სათამაშო მატარებლებს, თოჯინებსა და მაისის ხოჭოებს..... ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი ადამიანების მეტად უცნაური კოლექციები, რომლებსაც ისინი დიდი სიამაყით წარუდგნენ ხოლმე გაოცებისაგან თვალებგაფართოებულ სტუმრებს.



1. მაისის ხოჭოების კოლექცია, რომელიც სერ დევიდ როკფელერს ეკუთვნის


image


როკფელერების უძველესი კლანის წარმომადგენლის გატაცება მაისის ხოჭოებით საყოველთაოდაა ცნობილი. დიახ, ის რარიტეტულ ავტომობილებს კი არა, სწორედ ხოჭოებს აგროვებს. სერ დევიდ როკფელერი 10 წლის ასაკიდანაა გატაცებული ამ მწერების შეგროვებით (ამჟამად დევიდ როკფელერი 90 წელსაა მიღწეული) და თქვენ წარმოიდგინეთ, პრიორიტეტიც კი ეკუთვნის რამოდენიმე ახალი ჯიშის ხოჭოს აღმოჩენაში.




2. ტომ ჰენქსის ვინტაჟური საბეჭდი მანქანების კოლექცია


image


ტომ ჰენქსის ვინტაჟური საბეჭდი მანქანების კოლექცია 300-მდე ეგზემპლარს მოიცავს. კოლექციის შემადგენლობაში შედის ისეთი იშვიათი რარიტეტები, როგორიცაა 1960 წელს გამოშვებული გერმანული SM8, ხოლო 1946 წელს გამოშვებულ VintageLCSmithCorona -ზე მსახიობი ისეა შეყვარებული, რომ მოგზაურობის დროს ის თან დააქვს და სასტუმროს ნომერში გვერდიდან არ იშორებს. ჰენქსი საბეჭდი მანქანების ისეთი ფანატია, რომ ერთმა ჟურნალისტმა, ცდილობდა რა მიეღწია მსახიობთან ინტერვიუსათვის, ქრთამის სახით მას გაუგზავნა 1936 წელს გამოშვებული SmithCorona. ჟურნალისტის ფანდმა გაამართლა: ტომი ისე მოიხიბლა საჩუქრით, რომ ჟურნალისტს უყოყმანოდ დათანხმდა ინტერვიუზე.



3. დემი მური და მისი ფაიფურის თოჯინები


image


შეიძლება ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ "სტრიპტიზის " სექსუალური ვარსკვლავი არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც გატაცებული არიან თოჯინებით, მაგრამ დემი მური არის როგორც ახალი, ასევე ძველი, ანტიკვარული თოჯინების ცნობილი კოლექციონერი და ეს კოლექცია უამრავი რაოდენობით ეგზემპლარს მოიცავს. ეგზემპლარების უდიდესი ნაწილი რეალისტური დიდი ზომის ფაიფურის თოჯინებია, რომლებიც ისეთი მასალით არიან დამზადებული, რომ ხშირად ადამიანისაგან ვერ გაარჩევთ. ეს სიამოვნება (დემი მურის კოლექცია) არც მეტი, არც ნაკლები, მილიონი დოლარი ღირს.



4. ცხოველებისა და მწერების თავის ქალების კოლექციონერი-ჯონი დეპი


image


არაფერია გასაოცარი იმაში, რომ ჯეკი ბეღურას როლის შემსრულებელი ცხოველებისა და მწერების თავის ქალებს აგროვებს. დეპი გატაცებულია აგრეთვე სხვადასხვა ექტრავაგანტული ნივთების, მათ შორის მწერალ ჯეკ კერაუკის პირადი ნივთების და შავ-თეთრი ფოტოსურათების შეგროვებით. ჯონი დეპის კოლექციის სიამაყეს წარმოადგენს საწვიმარი ლაბადა, რომელიც ოდესღაც კერაუკს ეკუთვნოდა. მასში მსახიობმა 15 000 დოლარი გადაიხადა. მსახიობის კოლქციას ამშვენებს აგრეთვე ჩარჩოებში ჩასმული გამხმარი ხოჭოები, მტრედის თავის ქალა, ღამურების ჩონჩხები და თავის ქალები და კიდევ ბევრი სხვა უცნაური საგანი.



5. ტანსაცმლის საკიდები-პენელოპა კრუსის გატაცება


image


უცნაურ კოლექციონერებს შორის ალბათ ერთ-ერთი პირველი ადგილი პენელოპა კრუსს ეკუთვნის: ლამაზმანი მსახიობი უკვე წლებია ტანსაცმლის საკიდებს აგროვებს. ამბობენ, რომ ეს კოლექცია 500-ზე მეტ ეგზემპლარს მოიცავს, თუმცა მსახიობის გატაცება ორიგინალური სულაც არ მოგვეჩვენებათ, თუ გავიხსენებთ, რომ პენელოპა და მისი და ერთად ამუშავებენ ტანსაცმლის დიზაინს ფირმისათვის MANGO, აგრეთვე ცნობილი ბრიტანული ქვედა თეთრეულის მწარმოებელი ფირმისათვის AgentProvocateur.



6. ანჯელინა ჯოლი-ანტიკვარული დანების კოლექციის მფლობელი


image


სავსებით ლოგიკურია, რომ ქალი, რომელიც ყელზე შებმული ამულეტით ყოფილი ქმრის (ბილი ბობ ტორნტონი) სისხლს ატარებს, ძალიან დაინტერესებულია იშვიათი ძველებური დანებით. ანჯელინა ჯოლის კოლექციის ეგზემპლარები ძირითადად შუა საუკუნეების და აღორძინების ეპოქის დროინდელ ექსპონატებს მოიცავს, თუმცა მის შემადგენლობაში სხვა პერიოდის უიშვიათესი ხმლები და დანებიც შედის. ერთხელ ინტერვიუში ჯოლიმ განაცხდა, რომ თავის საშიშ კოლექციას საიმედოდ ჩაკეტილს ინახავს შვილებისაგან შორს, რომ მათ შემთხვევით არაფერი დაიშავონ დანებით. მან განაცხადა აგრეთვე, რომ ბავშვებს დანებით თამაშის უფლებას აძლევს მხოლოდ უფროსების თანდასწრებით. რეპორტიორები ვარაუდობენ, რომ ამ გზით მსახიობი შვილებს ამზადებს, რომ ზრდასრულ ასაკში მათ გადასცეს კოლექცია.



7. ვუპი გოლდბერგის ბაკელიტის სამკაულები


image


თუ თქვენ არაფერი გსმენიათ ბაკელიტის ბუმის შესახებ, მაშინ შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში პლასტმასის ამ სახეობისაგან დამზადებული ნივთები ძალიან პოპულარული იყო. მისგან ამზადებდნენ სათამაშოებს, ღილებს, სხვადასხვა საოჯახო ნივთებს და სამკაულებსაც კი. სწორედ ამ სახის ბიჟუტერიას აგროვებს ვუპი გოლდბერგი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავის განძს ის იკეთებს საღამოებზე და ენბისის ყოველდღიურ ტელეშოუზე «Today». ერთხელ ვუპი გოლდბერგი ამ სამკაულებით "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზეც კი გამოცხადდა. ამ სათამაშოების მოყვარულები არიან აგრეთვე ბარბრა სტრეიზანდი, დაიანა კიტონი და ლილი ტომლინი.


8. როდ სტიუარტის სათამაშო მატარებლების კოლექცია


image


სათამაშო მატარებლების ფანატ-კოლექციონერებს შორის როდ სტიუარტი ყველაზე "მდიდრად" ითვლება. ის იმდენადაა ამით გატაცებული, რომ ბევერლი ჰილზზე მდებარე უზარმაზარი სახლის მესამე სართული გადაკეთებული აქვს ჩიკაგოს სარკინიგზო ქსელის მოდელად მატარებლებით, ტერმინალებით, დეპოებით და სხვა წვრილმანებით. ამბობენ, რომ სტიუარტი ხანდახან თავად ახდენს სხვადასხვა ელემენტების კონსტრიურებას და ზოგიერთი მატარებელი მოგზაურობაშიც კი მიაქვს ხოლმე.



9. კომედიური ტელევარსკვლავის როზი ოდონელეს გატაცება-სათამაშოები "მაკდონალდსიდან"


image


როცა მდიდარი და ცნობილი ხარ, სულაც არაა აუცილებელი ძვირფასი ნივთების შეგროვებით იყო გატაცებული. როზი ოდონელმა ეს დაამტკიცა, როცა "მაკდონალდსის" სათამაშოების შეგროვება დაიწყო და თავისი ოფისი ნელ-ნელა გადააქცია საგამოფენო პავილიონად. როზი თავის კოლექციას ძველებური მეთოდით აგროვებდა:ის უბრალოდ მიდიოდა რესტორანში, ყიდულობდა იქ საჭმელს და საჩუქრად ღებულობდა სათამაშოს, ისევე როგორც ყველა მიმსვლელი. წარმოიდგინეთ, იმისათვის რომ 101 დალმატინელი შეეგროვებინა, ის ყოველდღე დადიოდა "მაკდონალდსში". რა თქმა უნდა, რესტორანში ბოლოს და ბოლოს ის იცნეს და დაიწყეს მისთვის სათამაშოების სრული კომპლექტის ჩუქება. როზის კოლექცია ამჟამად 2500-ზე მეტ სათამაშოს ითვლის და ის გამუდმებით იზრდება.

0
448
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0