x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ჩემი ლექსები
გადამიყოლებს ალბათ ლოდინი,

გაყვავილების ჩვენშიდ ტყემლების,

კი არ ვარ, მართლაც ვდევარ ლოდივით,

არც, ვითარც ცოცხალს, დამდის ცრემლები.



გადამიყოლებს და ისე ამზელს,

ორომტრიალში ამა ცხოვრების,

თაფლად შემარგებს ყოვლად ამაზრზენს,

და ღმერთმა უწყის, როსმე ვცხონდები?


ძაღლუმადური ცხოვრების ლუკმებს,

არსითაც არამს მე ძლივსღა ვყლაპავ,

იცოდეს ღმერთმა, გუნდრუკს არ ვუკმევ,

არცა უკმევდა მას პაპის პაპა.


ხომ ვარ მძევალი გარემოების,

ყოვლად უმსგავსი ამ ქვეყნად ყოფის,

იღბალს კალთაზედ მწარედ მოვები

და სალაფავიც კისრამდე მყოფნის.





ვუახლოვდები ლელიანს ტბასთან,

გაოგნებული უკან დავიხევ,

ერთი შანსი აქვთ ამ თვალებს ასთან,

იხილონ ტბა, რაც უყვარდათ იხვებს.


მცდის, დალოცვილი ღვთისაგან დუმილს,

არ ინარჩუნებს ის ჩემთან მაშინ,

უწინდებურად ცხადია თუ მღლის,

ჯოჯოხეთისთვის შექმნილი მარში.


აკი გაგვიწყრა ბუნება, რა ჰქნას?

ჩვენს ნამოქმედარს წიაღში იხვევს,

ჯობია მოვრჩეთ უმიზნო ლაქლაქს

და დავუბრუნოთ სამოთხე იხვებს.




მ თ ვ ა რ ე


ახლა სერზე დაუდვია წვერცანცარას ნიკაპი,

ისე ძლიერ გალეულა, სნეულსა ჰგავს ბერიკაცს,

ჯამბაზობდა, შოულობდა სულ ახლახანს მით კაპიკს,

კიც სწყალობდა აქ ევროპას, იქით კი ამერიკას.


ახლა თითქოს გადაღლილა, აქტიურად ისვენებს,

მინათებდა, ვარსკვლავები ზეციდან ამეკრიფა,

დაივიწყა სიკეთის ქმნა?დამაჯერებს ის ვერც მე,

ისევ ისე, ვითარც უწინ, სულის მკურნალ ექიმს ჰგავს.



ი ს ე ვ მ თ ვ ა რ ე


ახლა კი ნამდვილად ნებივრობს მთვარე,

ერთზე წევს, მეორეს ასვენებს მხარ-თეძოს,
ხელს კეკლუც ვარსკვლავთა მშვენებას დარევს,

კუროც და ვერძიც ზედ, ვარსკვლავთა ხათრით ძოვს

ვის ახსოვს, უზრუნველს შევცქერით როდიდან?

ან გული დასწყვიტა რაოდენს, ვინ იცის?

გუშინაც აცვენილ ვარსკვლავთა ჯგრო იდგა,

დილით კი ვარსკვლავი, სახელდობრ დილის ცვლის.

1
24
2-ს მოსწონს
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
24
  
2014, 1 ნოემბერი, 22:26
ყოჩაღ ძმაო მაგარი ლექსები დაგიწერია.
0 1 1