x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ ატარებენ დროს ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი და ყოფილი ქმარი (+ფოტოები)

image

ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება ორიოდე წლის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მომღერალი მოულოდნელად გათხოვდა და ასევე მოულოდნელადვე დაშორდა ქმარს. ნინი თვეების მანძილზე მალავდა ამ ყველაფერს და ამტკიცებდა, რომ საქართველოში მეუღლის ნებართვით ჩამოვიდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ, ირაკლი კუტალაძემ ახადა. "ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები"-ამტკიცებდა ირაკლი.

image

ვერავინ იფიქრებდა თუ ამ ყველაფერის შემდეგ წყვილი ურთიერთობას დაალაგებდა. ირაკლის და ნინის უკვე ცივილური ურთიერთობა აქვთ. ელენე კი დროს ხან დედასთან, ხანაც მამასთან ატარებს. ირაკლი ოჯახთან ერთად ელენეს დაბადების დღეზეც ჩამოვიდა. ამჟამად ელენე მამასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად დუბაიში იმყოფება. საქართველოდან ის ძიძამ წაიყვანა და დაახლოებით ერთ თვეს მამასთან ერთად გაატარებს. გოგონა ძიძას ძალიან მიეჩვია და დედის გარეშე ყოფნა არ უჭირს, თანაც დუბაიში შესანიშნავ დროს ატარებს. ნინის და მის ოჯახს კი ძალიან უჭირს ელენეს გარეშე ყოფნა. მომღერალი "ცეკვავენ ვარსკვლავებიში" იღებდა მონაწილეობას და დრო ამით გაჰყავდა. ნინიმ პროექტის მოგებას გეგმავდა, მაგრამ მესამე საკონკურსო ტურიდან გამოვარდა. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimageimageimageimageimage






0
827
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
827
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0