x
image
worldsport.ge
პელეგრინიმ თვალი პეპეს დაადგა

imageპორტუგალიური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის მანჩესტერელთა რიგებში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველის პეპეს ხილვა სურს.
ჩილელი სპეციალისტი კმაყოფილი არაა გუნდის ცენტრალური დაცვით და ამ პოზიციის გაძლიერება გამოცდილი ფეხბურთელით სურს. პელეგრინის მიზანია ბელგიელ ვინსენტ კომპანის დაცვის ცენტრში ძლიერი პარტნიორი მოუძებნოს.
ინგლისელები რეალური წინადადებით ესპანელებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიმართავენ. transfermarket-ის ინფორმაციით, პეპეს სატრანსფერო ღირებულება 13.2 მილიონი გირვანქა სტერლინგია.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0