x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მეცნიერებმა შიდსის საწინააღმდეგო აბი შექმნეს
მეცნიერებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომელიც შიდსით დაავადების რისკს 90% -ით ამცირებს.მკვლევარების განცხადების თანახმად ახალი პრეპარატი რევოლუციას მოახდენს ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

image


















ფრანგი მეცნიერების განცხადებით, პრეპარატი უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის დროს, იუწყება Independent-ი.


პრეპარატი აპრობირებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც რისკ-ფაქტორის ქვეშ იმყოფებოდნენ.აბებს უკვე "აივ-ინფექციის წინააღმდეგ დიდი გარღვევა"უწოდეს.თვითონ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს და მნიშვნელოვნად შეამცირეს დაავადების რისკი.



თავის მხრივ შიდსთან ბრძოლის ფონდები მოუწოდებენ ადამიანებს ადგილობრივად გამოიყენონ პრინციპი "პროფილაქტიკა კონტაქტამდე"(pre-exposure prophylaxis – PrEP), ამის ეფექტურობაში უკვე დარწმუნდნენ აშშ-ში. ამ ტაბლეტების ყოველდღიურად მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადების რისკი.


აშშ-ს შიდსის ფონდის პრეს-მდივანმა იუზეფ აზადმა განაცხადა, რომ "პრეპარატის გამოცდამ PrEP-ის აშკარად დადებითი ეფექტურობა გამოავლინა".


მთლიანად მსოფლიოში 34 მილიონი ადამიანია აივ-ინფექციის მატარებელი.ყველაზე დიდი რაოდენობა აფრიკის ქვეყნებშია:ეთიოპია, ნიგერია, ზამბია, ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.(1 ჯგუფი).

საქართველო რისკის მიხედვით მე-4 ჯგუფშია(აფრიკის, ლათინური ამერიკის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის შემდეგ).image

0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0