x
image
worldsport.ge
ალაბა - ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენი

imageავსტრიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენად უკვე მეორედ დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
წინა წლის მსგავსად, ამჯერადაც ფეხბურთელმა ერთი ხმით გაუსწრო თანამემამულე მოთხილამურე მარსელ ჰირშერს, რომელმაც სოჭში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხის მედალი აიღო.
გასულ სეზონში ალაბამ ყველა ტურნირზე "ბაიერნის" მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0