x
image
worldsport.ge
რონალდ კუმანი: “პელე დიდი შენაძენია”

imageინგლისური “საუთჰემპტონი” მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. გუნდის წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კი იტალიელი ახალწვეული გრაციანო პელეა.
29 წლის ფორვარდის შესახებ კომენტარი გუნდის ჰოლანდიელმა თავკაცმა რონალდ კუმანმა გააკეთა. მისი თქმით, პელე “საუთჰემპტონისთვის” უდიდესი შენაძენია.
“მან დაგვანახა ძალიან მაღალი კლასი, არა მხოლოდ გატანილ გოლებს ვგულისხმობ, არამედ ყველა კომპონენტს. იგი გუნდისთვის ფასდაუდებელი და დიდი შენაძენია” –განაცხადა კუმანმა.
29 წლის იტალიელ ფორვარდს ინგლისის პრემიერლიგის 9 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ბოლო ორი სეზონი მან როტერდამის “ფეიენოორდის” რიგებში გაატარა და ჰოლანდიის ჩემპიონატის 57 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0