x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ლიზა ყენია: "მიხარია, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში"

imageახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია მუდამ ყურადღების ცენტრშია. ეს დედის მომღერალ მაია ჯაბუასა და იმ პროფესიის დამსახურებაცაა, რომელიც ლიზამ აირჩია. გოგონას ძალიან უნდოდა ჩოგბურთელი ყოფილიყო, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ტრამვამ ოცნებები დაუნგრია. ლიზა დედის მსგავსად მომღერლობას აპირებს, თუმცა ბედს ოპერაში ცდის. გოგონა თამამი ფოტოებითა და განცხადებებით ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.

"დღეს არის ძალიან კარგი დღე. იმიტომ რომ გაჩნდა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და მეგობარი ლევანი. მიხარია, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, მეამაყება რომ გიცნობ. ძალიან დიდი ხანი მომიწევს ჩამოვთვალო რამდენად კარგი ხარ, როგორი კეთილი ხარ, ერთგული, პოზიტიური, ნიჭიერი, უმაგრესი მეგობარი... აბათ ხვალამდე ვერც მოვრჩები. მინდა გისურვო, რომ იყო ყველაზე ბედნიერი ადამიანი და ყველაზე წარმატებული. მიყვარხარ ჩემო ადამიანო"-ასე მიულოცა ლიზამ დაბადების დღე ლევან ჩიჩუას, იგივე თიელს. ლევანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" გასული სეზონის მონაწილე გახლავთ. ბევრი მონდომებისა და დაუღალავი შრომის შედეგად ლევანი შოუს ფინალისტი გახდა და ავტომობილიც მოიგო. სხვა ყველა მონაწილისა თუ გამარჯვებულისაგან განსხვავებით თიელმა მეწყვილეს, მზია ორველაშვილს სიურპრიზი გაუკეთა და ავტომობილი აჩუქა. როდის და სად დამეგობრდნენ ლიზა და ლევანი ჩვენთვის უცნობია. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimage

0
368
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0