x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ეგვიპტის ეკონომიკის ზოგადი მიმოხილვა

ეგვიპტე განვითარებადი ქვეყანაა. ეკონომიკის წამყვანი სფეროა ტურიზმი. მისი ეკონომიკა დამოკიდებულია ძირითადად სოფლის მეურნეობაზე, ნავთობის ექსპორტზე, იმ დაახლოებით 3 მლნ უცხოეთში მომუშავე ადამიანების ფულად გადარიცხვებზეც კი (მაგ: აშშ 7, 8 მილიარდი 2009 წ) და ა.შ.
ეგვიპტის საშინაო პოლიტიკა შემდეგ ნაირად განისაზღვრება. ეგვიპტის ეკონომიკაში ყველაზე დიდი შემოსავალი სუეცის არხს შეაქვს. მეორე ადგილზეა ტურიზმი, რომელმაც უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული სტატუსი მიიღო მთავრობისაგან. მაგ: 2007წ 10, 610 მლნ ტურისტი; 2008წ 12, 96 მლნ. 2009- 11, 914 მლნ; ხოლო შემოსავალები: 2007წ- 9, 303 მილიარდი; 2008წ-10, 985; 2009წ-10, 755 მილიარდი დოლარი. მესამე ადგილს ნავთობმოპოვება იკავებს, რომელიც ძირითადად სინას ნახევარკუნძულზე წარმოებს. ისრაელის მიერ სინას ოკუპაციამ ეგვიპტე თავის დროზე მძიმე კრიზისში ჩააგდო. 60-იან წლებში მრეწველობის განვითარებამ მზარდი როლი ითამაშა ქვეყნის ეკონომიკასა და ექსპორტში. მშპ- 216 მილიარდი დოლარი(2010წ) 29-ე მსოფლიოში, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე 2 721 დოლარი.
მთავრობის ინვესტიციების დიდი ნაწილი კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურას ხმარდება. დიდია აგრეთვე აშშ-ს საგარეო დახმარება 1979 წლიდან 2, 2 მილიარდი დაახლოებით. დიდია სუეცის არხიდან შემოსავლებიც. ეგვიპტეს აქვს განვითარებული ენერგეტიკული ბაზარი დაფუძნებული ქვანახშირზე, ნავთობზე, ბუნებრივ გაზზე და ჰიდროელექტრო სადგურებზე (მაგ: ასუანის კაშხალი). ქვანახშირი- ჩრდილოეთ სინაიზე, ნავთობისა და გაზის წარმოება ხდება დასავლეთ უდაბნოს რეგიონში, სუეცის ყურესა და ნილოსის დელტაში. ეგვიპტეს გაზის უზარმაზარი მარაგები აქვს და აწარმოების თხევადი გაზის ექსპორტს. ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება დაიწყო სტაგნაციის პერიოდის შემდეგ, მთავრობის მიერ უფრო ლიბერალური ეკონომიკის გატარების შემდეგ. Gგაიზარდა ტურიზმიდან შემოსავლებიც. ეგვიპტე იმ წამყვნი ქვეყნების ათეულშიც კი შევიდა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ეკონომიკური რეფორმებით. რეფორმები 2003 წლიდან საბაჟო ტარიფებზე, 2005 წელს კორპორაციული გადასახადის 40% -დან 20%-მდე შემცირება, რამაც გამოიწვია 2006 წელს საგადასახადო შემოსავლების 100% გაზრდა. იზარდა აგრეთვე უცხოური ინვესტიციები 2006 წელს 6 მილიარდი დაახლოებით, ეს გამოწვეული იყო ეკონომიკის ლიბერალიცაზიით და პრივატიზაციის ღონისძიებებით. სწრაფად ვითარდება საინფორმაციო ტეგნოლოგიების სექტორიც.
ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, გაზი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.
ექსპორტი: ნავთობი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხილი, ქიმიკატები, ლითონის პროდუქცია, დამუშავებული საკვები და ა.შ.
საგარეო ვაჭრობა
ექსპორტი 2008 წელს 29, 9 მლიარდი დოლარი- ნედლი ნავთობი და ნავთობ პროდუქტები, ბამბის ქსოვილები.
მთავარი მყიდველი- იტალია 10, 3%; აშშ 7, 7%; ესპანეთი 6, 7%; საუდის არაბეთი 5%.
იმპორტი 2008 წელს- 56, 6 მილიარდი დოლარი- სამრეწველო პროდუქცია, საკვები პროდუქტები, ქიმიური პროდუქცია, სატყეო, საწვავი.
ძირითადი მომწოდებლები: აშშ 10, 6%; ჩინეთი 10, 2%; იტალია 7, 5%; Gგერმანია 7%; საუდის არაბეთი 6%.
სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა წილი: სოფლის მეურნეობა 13, 5 %; მრეწველობა 37, 9%; მომსახურების სფერო 48, 6% (2010წ)
მომსახურების სფეროში ჩართული მოსახლეობის რაოდენობით კარგად ჩანს ტურიზმის როლი ქვეყნის ეკონომიკაში.

სტატიის ავტორი: დავით სიდამონიძე

0
304
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით-ს
დავით-ს
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0