x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ანრი ჯოხაძის ბოდიში და წითელი ვარდები ამალიას (+ვიდეო)
imageამ ბოლო დროს "თანამედროვე კონკიები" მომრავლდნენ. გაჭირვებული ადამიანები საკუთარ თავში ნიჭს პოულობენ, რომლითაც საზოგადოების გაოცებას ახერხებენ, ამ ყველაფერში კი მათ "რუსთავი 2" ეხმარება. სულ ცოტა ხნის წინ პროექტ "ნიჭიერში" ამალია ჯიბლაძე ვიხილეთ. მარტოხელა დედა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახს ბანტების კერვით არჩენს. ნიჭიერის სცენაზე ქალბატონის ნამღერმა კი ჟიური აატირა.

მომღერალი ანრი ჯოხაძე ამტკიცებდა, რომ მომღერალმა ფონოგრამით იმღერა. "ჟიური მეთქი, ია ფარულავა და ნანუკა ჟორჟოლიანო, ნეტა ერთი რა გატირებდათ? ვერ ვიჯერებ myvideo-ზეც გადავახვიე და ფაქტი უტყუარია. სრული სიმართლეა!!! ამალია ჩვეულებრივი აფერისტია, არა იმიტომ რომ ფონოგრამაზე მღერის, არამედ იმ თვალთმაქცობისთვის, როგორც ითამაშა მთელი ქვეყნის ემოციებზე"-წერდა ანრი სოციალურ ქსელში. როგორც წესი, საზოგადოებისა და ჩვენი შოუბიზნესის წევრების აზრიც ორად გაიყო. "ქვეყანა სადაც ამალიების შურთ"-წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასეა თუ ისე, ვინ ტყუის ამალია თუ ანრი ამას ჩვენ ვერ გავარკვევთ. ფაქტი ერთია ამალია ჯიბლაძე კვირის პერსონაა. ნიკა გვარამიამ და გოგა ხაჩიძემ ამ თემაზე იმდენი იკამათეს, სანამ ხაჩიძე პროექტ "ბრავოს" არ ჩამოაშორეს. "ანრი ჯოხაძე გამოტყდი, ოცნების დაკვეთა რომ შეასრულე და ეს ორი კაცი ერთმანეთში აკამათე"-წერს დავით იმედაშვილი. "რუსთავი 2"-ის ხმის რეჟისორი კი ამტკიცებს, რომ ქალბატონი ამალიას მიკროფონის ხმას თვითონ აკონტროლებდა, რის გამოც ფონოგრამის ილუზია შეიქმნა.

ანრი ჯოხაძემ ვერ გაითვალისწინა, რომ მის ამ კომენტარს ამხელა სკანდალი მოჰყვებოდა. მომღერალმა ამალია პირადად მოინახულა, წითელი ვარდებიც აჩუქა და ბოდიშიც მოუხადა.


"ამალია მე შენ მიყვარხარ! ეს ვიდეო არც ჩემი დადებული იყო და არც ჩემი მოფიქრებული, უბრალოდ მეც ისე გავიზიარე როგორც სხვა უამრავმა. ვნანობ მხოლოდ იმას რომ ამალიას ჩემგან შეიძლებოდა გული ტკენოდა, ამიტომაც ვნახე პირადად. მე მოვუბოდიშე ქალს, რომელსაც ემოციურ ფონზე ჩემს სტატუსში აფერისტი ვუწოდე და არამც და არამც იმის გამო, რომ რაღაც ეჭვი გამიჩნდა ასეთი ეჭვი ჩემამდე ბევრმა დააფიქსირა. ამ ჟესტით იმ საზოგადოების მაგივრადაც მოვუბოდიშე, რომლებმაც ძალიან ატკინეს გული"-წერს ანრი სოციალურ ქსელში. საზოგადოების უმრავლესობა ანრის საქციელით აღფრთოვანებულია.

შედეგი კი ნაჩხუბარი ნაციონალები და ორმაგად გაპიარებული ამალიაა. ვუსურვოთ ქალბატონ ამალიას წარმატებები და ბედნიერი მომავალი.

0
399
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0