x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ზღვის სიღრმეების ყველაზე წარმოუდგენელი და გასაოცარი ბინადარნი
ეს შემზარავი შესახედაობის ღრმა წყლის მონსტრები საკმაოდ იშვიათად ხვდებიან ადამიანის თვალთახედვის არეში, ასე რომ, გასაოცარი არაფერია იმაში, რომ მათი მნახველი ადამიანები საოცარ შიშს განიცდიან, როცა ეს ურჩხულები თავიანთ სამყაროს ტოვებენ.



კალიფორნიელმა ყვინთვის ინსტრუქტორმა ქალმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, როცა დაინახა ეს ვერცხლისფერი ხუთი მეტრი სიგრძის უცნაური არსება, რომელიც თევზი-ქამრის სახელითაა ცნობილი. ქალს 15 ადამიანის დახმარება დასჭირდა, რომ ზღვის ურჩხული ნაპირზე ამოეთრია. ეს მოხდა გასული წლის ოქტომბერში. თევზი-ქამარი 900 მეტრზე მეტი სიღრმის წყალში ცხოვრობს და ამიტომ მეცნიერების მიერ ის ნაკლებადაა შესწავლილი, ამიტომ მისმა გამოჩენამ ზღვის ზედაპირზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წყლის ზედაპირზე ამოტივტივებული მკვდარი ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.


image



ეს კი ორთავიანი დელფინია, რომელიც ამ ცოტაოდენი ხნის წინათ თურქეთში ზღვის სანაპიროზე იპოვეს. ანომალიური დელფინი ერთი წლის ასაკის იქნებოდა და მისი სიგრძე ერთ მეტრს აღწევდა. "ასეთი დელფინები დიდი იშვიათობაა და სიამის ტყუპებს წააგავს", -აღნიშნავს სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი აკ მეჰმედ გოკოღლი.



image



ჩინელი მეთევზე, რომელმაც ეს სუპერ-თევზი დაიჭირა, ისეთი გახარებული დარჩა თავისი ნადავლით, რომ ის მაშინათვე შეაგდო სატვირთოზე და ბაზარში გააქანა. რა თქმა უნდა, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ მისი ნაპოვნი უიშვიათესი, გადაშენების წინაშე მდგომი ვეშაპისებრი ზვიგენი იყო.


image



ვეშაპისებრი ზვიგენის შოკისმომგვრელმა გამოსახულებამ, რომელსაც ჩინეთის ქალაქ ფუძიანის ქუჩებში მიათრევენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია Weibo-ის ქსელში, რომელიც ჩინეთში ტვიტერის ანალოგია. სხვათაშორის, იღბლიანმა მპოვნელმა ადგილობრივ პოლიციაში განაცხადა, რომ ზღვის ურჩხული დაიჭირა (სამწუხაროდ, უკვე კარგა ხნის მკვდარი).


image



ეს კი მონტოკის ურჩხულია-ენოტისებრტა ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც 2008 წელს გამოირიყა ნიუ-იორკის საქმიანი კვარტალის მონტოკის სანაპიროზე. ამ არსების იდენტიფიკაციას უმრავი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი მოჰყვა, რადგან მეცნიერები ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ, თუ რა ცხოველი იყო ეს.


image



ექსპერტები საგონებელში ჩააგდო აგრეთვე ესპანეთის პლაჟზე გამორიყული ამ უცნაური ვერცხლისფერი არსების ნარჩენების პოვნამ. ოთხი მეტრი სიგრძის ცხოველი, რომელსაც რქები ამშვენებდა, ნაპოვნი იქნა ლუის სირეტის პლაჟზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჩათვალეს, რომ ნაპოვნი რომელიმე ზღაპრული მითოლოგიური არსება იყო, რომელიც ოკეანის ფსკერზე ბინადრობდა. "ძნელი სათქმელია, თუ რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა იშვიათი ზღვის ცხოველების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა პაკო ტოლედანომ, - ფრაგმენტები საკმაოდ უცნაურია და მრავალფეროვანი, ასე რომ, მისი მიკუთვნება რომელიმე სახეობისათვის ძალზე რთულია".


image




ამ ძრწოლისმომგვრელმა ზღვის ურჩხულმა, რომელიც გასული წლის მაისში ახალი ზელანდიის სანაპიროზე გამოირიყა, მკვლევარებს მისცა სპეკულაციის საფუძველი, რომ საქმე ჰქონდათ პრეისტორიულ ღრმა წყლის ბინადართან. ცხრა მეტრი სიგრძის სხეული შეიარაღებული იყო ხშირი ფარფლებით და არაჩვეულებრივად ბასრი კბილებით სავსე უზარმაზარი შემზარავი პირით. მეცნიერების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ეს იყო გადაშენების პირას მყოფი მკვლელი-ვეშაპი.


image



2003 წელს მთელი მსოფლიო შოკირებული იყო ცხრა მეტრი სიგრძის 30-ტონიანი ზღვის ურჩხულის ლეშის ხილვით, რომელიც ლოს-მუერმოსის პლაჟზე გამოირიყა. საგონებელში ჩავარდნილმა ზღვის ბიოლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს იყო გიგანტური კალმარის დღემდე უცნობი რომელიმე სახეობა, მაგრამ ჩატარებულმა დნმ - ანალიზმა აჩვენა, რომ ეს იყო უზარმაზარი კაშალოტის ნარჩენები.


image



წყალქვეშა ხეტიალის მოყვარულმა მყვინთავებმა გასული წლის ბოლოს ახალი ზელანდიის ნაპირებთან გადაიღეს ეს უცნაური ფოტო მოუხელთებელი და იშვიათი ცხოველისა, სახელად Pyrostremma spinosum. უცნაურ წყალქვეშა "ციცინათელას", რომელსაც წყლის მარტორქასაც უწოდებენ, შეუძლია 30 მეტრ სიგრძეს მიაღწიოს.


imageimage


ფლორიდელმა მეთევზემ გადაწყვიტა უფრო დიდი ზომის ნავის შეძენა მას შემდეგ, რაც მაიამი ბიჩის სანაპიროსთან ამ უზარმაზარ, 362 კილოგრამი წონის ზღვის ურჩხულს გადააწყდა.

კაპიტანმა მარკ კარტაინომ, რომელიც მეთევზეებში ცნობილია "ზვიგენი-მარკის " მეტსახელით, თავის უცნაურ ნადავლთან გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე დადო და თან გაუკეთა წარწერა:" იშვიათი ზღვის ცხოველი Dactylobatus, რომელიც დაჭერილი იქნა სატელევიზიო გადაცემის გადაღების დროს". ამ ჯიშის ზღვის ცხოველებზე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 900 მეტრზე მეტი სიღრმის წყლებში ცხოვრობენ.


image



6
1278
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1278
  
2014, 5 ნოემბერი, 18:16
რომელ კინოში?
2014, 30 ოქტომბერი, 16:19
:D მაგაზე ვოცნებობდი ახლა ეხლა სურათს დავდებ და ის მინდა სახლში რომ მყავდეს :D:D:D:D ჰაჰ
2014, 30 ოქტომბერი, 16:18
სახლში რომ გყავდეს ეგეთები, არ გინდა?:D
2014, 30 ოქტომბერი, 16:14
:D ერთ კინოში ვნახე ასეთი რაღაცეები
2014, 30 ოქტომბერი, 16:12
მე წარმოვიდგინე, რა სუნი ექნებათ:(
2014, 30 ოქტომბერი, 16:07
:D რაა ცხოველებია
0 1 6