x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რა არის კომპიუტერული ვირუსი?
ბევრი კითხვა ჩნდება თუ რა არის ვირუსი და როგორ მოქმედებს ის.ვირუსი არის დაიმფიცირებული კოდი, რომელსაც შეუძლია თვითგამრავლება.ვირუსი ერევა ნებისმიერ კომპიუტერს რომელიც არ არის შეიარაღებული შესაბამისი ანტივირუსით.

image






















“virus" ლათინური სიტყვაა და საწამლავს ნიშნავს.ვირუსი არის დესტრუქციული პროგრამა და გააჩნია შემდეგი 3 ძირითადი გამანადგურებელი მიმართულება:


1.კომპიუტერის მუშაობის ბლოკირება:კომპიუტერი მუშაობს ძალიან ნელა, ისე ჭედავს რომ კომპიუტერი შეგზიზღდება, სურვილი კი ხშირად ერთია, კომპიუტერის ფანჯრიდან გადაგდება.
2.დისკის თავისუფალი არის შემცირება:იბლოკება დისკზე მეხსიერების დიდი მოცულობა და გამოისახება თითქოს დაბლოკილი ადგილი მონაცემებით შეივსო.
3.მონაცემთა შეცვლა ან განადგურება:მონაცემები ერთმანეთში ირევა, ძნელია გაარჩიო რომელ საქაღალდეში არის შენთვის სასურველი ფაილი ან მონაცემები სრულიად ნადგურდება.



image

კომპიუტერულ ვირუსებს დიდი ისტორია აქვთ, ჯერ კიდევ 1949 წელს მეცნიერი ჯონ ფონ ნიუმანი ამტკიცებდა თეორიას თვითგამრავლებადი კომპიუტერული პროგრამების შესახებ.კომპიუტერული ინდუსტრია ჯერ მაშინ იწყებოდა, როდესაც პირველი ვირუსები შევიდნენ მასში.1982 წლის ივლისში, ქსელში პირველი ვირუსი გაჩნდა და ის 15 წლის სკოლის მოსწავლემ რიჩ სკრენტამ შექმნა, აღნიშნული ვირუსი appl-II-სთვის იყო განკუთვნილი.პირველი დაიმფიცირებული კომპიუტერები რიჩის მეგობრების და მისი მატემატიკის მასწავლებლის კომპიუტერები იყო.2 წლის შემდეგ, შეიქმნა პირველი ანტივირუსი, ის 1984 წელს პროგრამისტმა ჰოპკინსმა დაწერა.
არსებობს სხვადასხვა სახის მავნე პროგრამა, მაგრამ ყველას ვირუსით მოვიხსენიებთ.
განვიხილოთ სამი მათგანი:


virus-ვირუსი

image

დღესდღეისობით კომპიუტერული ვირუსი მთელ მსოფლიოს მოიცავს.მას ბოროტი მომხმარებლები გასართობად ქმნიან.ზოგიერთი დამწყები მომხმარებელი ფიქრობს, რომ კომპიუტერის ნებისმიერი პრობლემა გამოწვეულია ვირუსებისგან.ზოგიერთ დამწყებს კი ფრაზა “ვირუსია კომპიუტერში" შიშის ზარს სცემს და მისი აზრით პირველი გამოსავალი ოპერაციული სისტემის(ოს)გადაყენებაა.ოპერაციული სისტემის(ოს)გადაყენება უკიდურეს სიტუაციაშია მიზანშეწონილი.


computer worms-კომპიუტერული ჭია

image


კომპიუტერული ჭია ძალზე გავრცელებული მავნე პროგრამის ტიპია.იგი ძირითადად ქსელური კავშირით მრავლდება.მათ არ სჭირდებათ რაიმე ქმედება რომ გააქტიურდნენ, რადგან ისინი თავისით აქტიურდებიან და მრავლდებიან.ისე კი ვირუსი თავისით იშვიათად მოქმედებს და თუ კომპიუტერი დავირუსდა, ესე იგი მომხმარებელმა დავირუსებული ფაილი გახსნა.


trojan(trojan horses)-ტროანი(ტროას ცხენი)

image

ტროანი, როგორც მას ხშირად უწოდებენ “ტროას ცხენი".მაგრამ არ ვიცი მას მე რა ვუწოდო:ვირუსი, მავნე პროგრამა თუ დაუპატიჟებელი სტუმარი.რადგან მისი კომპიუტერში მოხვედრის შემთხვევაში, ნახულობს კომპიუტერში არსებულ ფაილებს და აგზავნის მითითებულ მისამართზე.შედეგად ჰაკერს საშუალებას აძლევს გამოიყენოს მსხვერპლის კომპიუტერი.ჰაკერს შეუძლია:პროგრამების ინსტალაცია-დეინსტალაცია, კომპიუტერის დაიმფიცირება, მეხსიერების გაფლანგვა და მრავალი სხვა.




0
1870
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
1870
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0