x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მამა გაბრიელის საოცარი სიტყვები

image

ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია.ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო.ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ.სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ.ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს ნახევარი მადლი შენზე გადმოდის.თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე.ამაზე დიდი არაფერია.ღმერთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გადაისახო.გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ.ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას.ამით სიყვარულს გვასწავლის.როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ.თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?!რასაც კეთილი საქმისთვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღავს!მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება!უმართებულო ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი.ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი.მუშაკი ღირსია სასყიდლისა.რომელი არა მადლობენ ექიმსა, არა მადლობენ უფალსა.ექიმის ხელი და გონება ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებს.იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა მისმა მიმდევარმა უნდა იცოდეს.ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს.ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება.ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა.სარწმუნოებათან ერთად სიმტკიცე თუ არ გაქვს არაფრად ვარგიხარ.თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო.თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება.სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით.ღვთის გმობა ის არის, როცა ადამიანი ღვთის რწმენით, ეკლესიურად არ ცხოვრობს.მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.შენ უფალმა მართლმადიდებლად გაგაჩინა, მთავარია შენ მტკიცედ იდგე შენს სარწმუნოებაზე, არ ცდუნდე.სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხონდება, თუ არა, იმათ უფალი მიხედავს.საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა.სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.არასოდეს უღალატოთ ღმერთს, სადაც ღმერთი და სიბრძნეა განსაცდელი ყოველთვის დიდია, ბოლომდე მოითმინე და თუ შესძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება.ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს, როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება.ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია.აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოებაა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება მასში.ის ღვთის ყველაზე დიდი წყალობაა დედამიწაზე.როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.თუ ოჯახის შექმნა გინდა, იქორწინე, მხოლოდ იცოდე ყველა წესის დაცვით.ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა.ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება.სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე, ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე კეთილი საქმე არის სიყვარული, მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს.ჯვარშია მთელი ძალა!!!


2
698
4-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
698
  
2014, 28 ოქტომბერი, 20:41
საოცრად გაუნათდება გონება ყველა იმ ადამიანს ვინც ამ სიტყვებს გაიაზრებს და მათგან გამომდინარე აზრს და შეხედულებებს შეიც
ვლის.ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა თავის დროზე ამ სიტყვებმა.მადლიბა შენ ასეთი კარგი სტატიისთვის
2014, 28 ოქტომბერი, 20:17
ავივსე ამ სიტყვებით...სინანული,ცრემლი,იმედი ,რწმენა ყველაფერი ერტად მომიტანა
0 1 2