x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მართვის მოწმობის ახალი ბილეთები
15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ.image



ამის შესახებ ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 ოქტომბერს გამოსცა... 2013 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც იყო შექმნილი ძველი საგამოცდო ბილეთები. ამავდროულად, ამოქმედდა ახალი კანონი და სწორედ ამ კანონზეა მორგებული მართვის მოწმობის ახალი ბილეთები.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი ახალი საგამოცდო ბილეთები კვლავ იქნება ნათარგმნი აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
image
მართვის მოწმობის ახალ ბილეთებში სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია გადაადგილებული იქნება მათი შინაარსის შეუცვლელად,
რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს.


ასევე სიახლეა ისიც რომ ელექტრონული ტესტირებისას, ზოგიერთ ტესტში (ბილეთი) მისი შინაარსიდან გამომდინარე სწორი და არასწორი პასუხის ჩვენებისას შეიძლება გამოიყენებულ იქნეს შესაბამისი სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლი, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) სწორი და არასწორი პასუხების ვიზუალურად ჩვენებისათვის იქნება განკუთვნილი.



ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრლებისა და ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა.image


imageელექტრონული ტესტირებისას მეტი თავლსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.





ახალი საგამოცდო ბილეთები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე. http://sagency.ge/

imageimageimageimage

image

0
1109
6-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
1109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0