x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508535
გამორჩეულად მოდურად ჩაცმული ვარსკვლავი-ქალბატონები
წვეულებების და მიღებების სეზონი ნელ-ნელა ძალებს იკრებს. ვარსკვლავ-ქალბატონებსაც მეტი შესაძლებლობა ეძლევათ თავი მოიწონონ დიზაინერთა საუკეთესო კაბებსა და აქსესუარებში.

მაგ. გასულ კვირაში ლოს-ანჟელესში გაიმართა CFDA/Vogue

Fashion Fund-ის საღამო, ნიუ-იორკში ლინკოლნ ცენტრშიAmerican Ballet Theatre Opening Night Fall Gala გაიხსნა, ასევე American Cinematheque დაჯილდოების ცერემონია კალიფორნიაში ბევერლი ჰილტონის სასტუმროში, და უამრავი სხვა.

აღნიშნული ღონისძიებები მოდურად გამოწყობილი ვარსკვლავი-ქალბატონების ნაკლებობას არ უჩიოდა.



მადრიდში გამართულ Liga de Futbol Profesional Awards-ის წითელ ხალიჩაზე საუკეთესოდ გამოიყურებოდა ირინა შეიკი Love Republic-ის წითელ კაბაში. დაჯილდოების ცერემონიაზე მოდელი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გამოცხადდა და ამგვარად წყვილმა გაფანტა ჭორები მათი დაშორების შესახებ.

image


ქეით ჰადსონი, რომელიც ერთ-ერთ გემოვნებიან და მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავად ითვლება, თავს იწონებდა Jenny Packham-ის გრძელ ბრჭყვიალა კაბაში American Cinematheque-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.

image


ფილმის "უოლტ-სტრიტის მგელი" ლამაზმანი მარგო რობი Annual Australians in Film Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც აღნიშნავენ ამერიკის კინო და ტელე ინდუსტრიაში მოღვაწე ავსტრალიელების დამსახურებას, ავსტრალიელი დიზაინერის დაიონ ლის ქმნილებაში გამოცხადდა.

image


ჯენიფერ ლოურენსი წვეულებას Women in Hollywood-ს Oscar de la Renta-ს თეთრი მაქმანის კაბაში სტუმრობდა.

image


Oscar de la Renta-ს კაბა აირჩია ასევე რიზ უიზერსპუნმა ჟურნალ Vogue-ის წვეულებაზე.

image


მსახიობი ფელისიტი ჯონსი Elie Saab-ის შავ კაბაში გამოწყობილი მოხდენილად გამოიყურებოდა ფილმის კინოპრემიერაზე.

image


ენ ჰეტევეიმ Christopher Kane-ს შავი კაბა შეარჩია American Cinematheque-ის დაჯილდოების ცერემონიისთვის.

image


მიშელ მონაჰანი გაზაფხულის განწყობას ინარჩუნებს და ჟურნალ ვოგის წვეულებაზე Suno-ს ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა.

image

0
319
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0