x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
პედიკური სახლის პირობებში

imageimageსიტყვა პედიკური ლათინურიდან წარმოდგება და ფეხების მოვლას ნიშნავს მანიკურის მსგავსად ის უძველესი დროიდან იღებს სათავეს პედიკურს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მიმართავდნენ ძველ ეგვიპტეში იცოდნენ რომ ტერფები სხეულზე მეტად მნიშვნელოვანი ზონაა ფეხების მოვლის აუცილებელი ელემენტი იყო მასაჟი, რომელიც სისხლის ცირკულაცია აუმჯობესებს. გარდა ამისა არსებობდა სასიყვარულო შეხვედრების დროს სურნელოვანი წყლით ფეხების დაბანის ტრადიცია იმხანად ხომ ხელებზე მეტად ფეხებს ეამბორებოდნენ. პირველი ვინც თავს პედიკურის ოსტატი უწოდა XVIII საუკუნეში მცხოვრები დევიდ ლოუ იყო. 1830 წელს ამერიკელმა ექიმმა ზიტცმა ფრძხილების ჰიგიენური დამუშავებისთვის პირველი გამოიყენა ლითონის ინსტრუმენტი მაგალითად პედიკური აღმოფხვრის ფრჩხილებთან დაკავშირებულ პრობლემებს მათ შორის ფრჩხილის ჩაზრდას, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულობით ფეხების მოვლა წლის ცივ პერიოდშიც არ უნდა დავივიწყოთ მერე რა რომ დახურული ფეხსაცმელი გვაცვია. პედიკური ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გავიკეთოთ პირველი საფეხური აბაზანაში ან ვარცლში ვასხავთ თბილ წყალს ვამატებთ ზღვის მარილს 15 წუთი ვყოფთ ფეხებს ამ ხნის განმავლობაში კანი დარბილდება ქუსლები და კოჟრები უნდა დავიმუშაოთ მინქაფათი ან სპეციალური სახეხით ამისათვის ნებისმიერი მზა სკრაბი გამოგვადგება ამის შემდეგ ფრჩხილები უნდა დავიმუშაოთ ქლიბით მას შემდეგ რაც ფრჩხილებს გავიმშრალებთ ვიკეთებთ ნიღაბს მარტივი საშუალება კი მაიონეზია ვიჩერებთ 15 20 წუთი ამ ხნის მანძილზე შეიძლება ამოვიცვათ პარკი დამათავრებელი ეტაპი მასაჟია საამისოდ შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი კრემი ან ზეთი მასაჟი 10 წუთზე ნაკლები არ უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში ჩატარებული პედიკურის ერთ ორი პროცედურით მომნუსხველ ეფექტს ვერ მიიღებთ.სამაგიერით თუ არ იზარმაცებთ ორიოდე თვეში შედეგით თვითონვე აღფრთოვანდებით.

0
247
2-ს მოსწონს
ავტორი:აუტანელი
აუტანელი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0