x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე უცნაური ციხეები მსოფლიოში
ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელსაც ციხის კედლებში მოხვედრის სურვილი აქვს. ყველა ჩვენგანს სმენია იმ საშინელებებზე, რაც ხდება საპყრობილეების უმეტეს ნაწილში, მაგრამ არსებობს ციხეები, სადაც პატიმრებს შედარებით ლმობიერად და პატივისცემით ეპყრობიან, აქ ისინი მუშაობენ, ვარჯიშობენ სპორტულ დარბაზებში, აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს და ერთობიან კიდეც.



ციხე კუნძულ ბასტოიზე, ნორვეგია


image


ამ ციხეს არ აქვს არც ეკლიანი მავთულხლართები, არც მკაცრი ზედამხედველები ჰყავს. დამნაშავეები საკუთარ სახლებში ცხოვრობენ, საპატიმროს ტერიტორიაზე არის რამოდენიმე პლაჟი, ჩოგბურთის კორტები, საუნა; ყველა მსჯავრდებულს აქვს სამუშაო. აქ ისინი დილის 8.30 -დან შუადღის 15.30 საათამდე ატარებენ და ღებულობენ დღიურ ხელფასს 10 დოლარის ოდენობით.





სუომენლინის ციხე, ფინეთი


image


ეს არის შედარებით მსუბუქი რეჟიმის ციხე, სადაც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩამდენებს ვერ ნახავთ. პატიმრები მუშაობენ ისტორიული ძეგლების დასუფთავებაზე და უვლიან ციხის მიმდებარე ტერიტორიას.



მისი უდიდებულესობის უინსვორტის ციხე, ინგლისი


image


ამ ციხეში პატიმრებს აქვთ განათლების მიღების საშუალება, მათთვის ტარდება აღმზრდელობითი კურსები, ციხეს ხელშეკრულება აქვს დადებული ორ კოლეჯთან. აქ არის ორი სავარჯიშო და ერთი სპორტული დარბაზი; ციხის დიდ კაპელანში არიან კათოლიკური, ანგლიკანური, მეთოდისტური, მუსულმენური, იუდეული, სიკხური, ინდუისტური, ბუდისტური, მორმონული და იეღოვური ეკლესიის მღვდლები და ბერები... და რაც ყველაზე საყურადღებოა, პატიმრებს აქვთ საკუთარი რადიოსადგური.



ხალდენის ციხე, ნორვეგია


image


ამ ციხის ყველა კამერაში არის სასტუმრო ოთახი პლაზმური ტელევიზორით, პატიმრებს შეუძლიათ იარონ სპორტულ დარბაზებში, ითამაშონ ფეხბურთი და სიმღერაც კი ჩაწერონ ციხის კუთვნილ ხმის ჩამწერ სტუდიაში.




კორდილიერის ციხე, სანტიაგო, ჩილე



image


ამ ციხეში პატიმრებს აქვთ საკუთარი სააბაზანო ოთახები, ჩოგბურთის კორტები, ბარბექიუ და საცურაო აუზი.



არენჰუესის ციხე, ესპანეთი


image


აქ პატიმრებს უფლება აქვთ იცხოვრონ საკუთარ ოჯახთან ერთად, ბავშვები დედ-მამასთან ცხოვრობენ 3 წლის ასაკამდე, შემდეგ კი მათ ნათესავებთან აგზავნიან.




ჯესაპის ციხე, მერილენდის შტატი, აშშ


image


ეს ციხე იმითაა განსაკუთრებული, რომ ყველა პატიმარს ასწავლიან ქსოვას, შემდეგ მათ მიერ მოქსოვილი ნივთები იყიდება და შემოსავლის ნაწილს პატიმრებს აძლევენ ხელფასის სახით.




სებუს ციხე, ფილიპინები


image


სებუს ციხის ხელმძღვანელობა თვლის, რომ პატიმართა გამოსწორება უნდა ხდებოდეს ქორეოგრაფიის დახმარებით. ვიდეორგოლები ამ ციხის პატიმრების მონაწილეობით ინტერნეტის ნამდვილი ჰიტები გახდა, ხოლო თავად ფილიპინებში კი ზოგიერთი პატიმარი სუპერვარსკვლავადაც კი იქცა.



2
575
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
575
  
2014, 28 ოქტომბერი, 11:46
უფფფ, საქართველო მაგ დონეზე კაი ხანს ვერ მივა:(
2014, 28 ოქტომბერი, 0:40
საინტერესოა :D საქართველოში რომ გააკეთონ ეგ
0 1 2