x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508583
ჯგუფმა არამ ერევანს თბილისო ამღერა
ქართულ ჯგუფ "არას" გამოსვლამ სომხურ ფესტივალზე ფურორი მოახდინა.

image

გასულ ორშაბათს სევანის ტბასთან ახალი ფესტივალი, "BASSevani" გაიხსნა. ფესტივალის პირველივე კონცერტზე მიწვეული იყო ერთი ქართული ჯგუფი - "არა". როგორც "არას" წევრები აცხადებენ, ფესტივალზე პუბლიკა მათ გულთბილად დახვდა და ისეთი სიმღერების შესრულებაშიც აჰყვა, როგორებიცაა "თბილისო", "შუქს ვუქრობთ" და სხვ.


ღონისძიების ბოლოს ადგილობრივმა მსმენელებმა "არა" რამდენჯერმე გამოიყვანეს ბისზე, წევრები ყვავილებით შეამკეს და ადგილობრივი რეზიდენტურა შესთავაზეს.



უახლოეს მომავალში, როგორც წევრები აცხადებენ, ჯგუფი აპირებს რამდენიმე სხვა კონცერტის გამართვას როგორც თბილისში, ასევე სომხეთის დედაქალაქში; ამასთან, მათი თქმით, სულ მალე ქართველი მსმენელი იხილავს "არას" დუეტს ერთ ერევანელ ინდი-შემსრულებელთან ერთად, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება.

0
465
1-ს მოსწონს
ავტორი:მუსკარია ანიტა
მუსკარია ანიტა
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0