x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იდი,ეგო,სუპერეგო
imageმეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მეოცე საუკუნის დასაწყისში ფსიქოლოგიასა და საერთოდ ფილოსოფიურ აზროვნებაში დიდი გადატრიალება მოხდა, ერთ-ერთი მთავარი მეამბოხე ზიგმუნდ ფროიდი იყო.მან ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკის მნიშვნელობა წინ წამოწია და ამით სრულიად შეცვალა ადამიანის წარმოდგენები.რა არის არაცნობიერი? რომელსაც ჩვენს ფსიქიკაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, შეიძლება ის ბნელ სარდაფს შევადაროთ.ფროიდი ის ადამიანია რომელსაც არ შეეშინდა არაცნობიერის კარი გაეღო, უფრო მეტიც მან კაცობრიობა შეიპატიჟა ამ ბნელ სარდაფში.ფროიდის მიხედვით ფსიქიკის სამი ინსტანცია არსებობს:იდი, ეგო და სუპერეგო ანუ ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი.სამი კაცუნა რომელიც ჩვენში ცხოვრობს.



image

იდი ანუ არაცნობიერი-ერთადერთი შრეა რომელიც ადამიანში დაბადებიდანვე არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ის უზრუნველყოფს ჩვილის სურვილებს, მაგალითად:თუ ბავშვი მშიერია ან არაკომფორტულად გრძნობს თავს, ის ტირის სანამ მისი მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება, იდი მოქმედებს და მუშაობს მხოლოდ მე მინდას პრინციპით რომელიც ილტვის ყველა სურვილის ან დომის დაკმაყოფილებისაკენ და მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა ორიენტირებული.შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც “ადამიანში არსებული ცხოველი".

image
სუპერეგო ანუ ცნობიერი-ადამიანის განვითარების მაქსიმალური ევოლუციის შედეგია, მასში თავს იყრის მთელი ჩვენი შეძენილი და შეთვისებული მორალური სტანდარტები და იდეალები, თუკი იდი ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს სუპერეგო მხოლოდ ადამიანს.სუპერეგო რომ ჩამოყალიბდეს ადამიანს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან.თუ ბავშვი ველურ გარემოში იზრდება ისე როგორც მაუგლი მას სუპერეგო ვერ ჩამოუყალიბდება.
ცნობიერი-უნდა გავაკეთო, საჭიროას პრინციპით მოქმედებს, მე ვალდებული ვარ იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ და უნდა გავითვალისწინო ის ღირებულებები და ფასეულობები რომლებიც მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ.სამართლიანობა, სიკეთე, ალტრუიზმი, ინტელექტი, მორალი ეს სუპერეგოა.დაპირისპირებულ სუპერეგოსა და იდის შორის შუამავალი არის ეგო.ერთის მხრივს მან უნდა გაითვალისწინოს იდის მოთხოვნები და მეორეს მხრივ ეს მოთხოვნები სუპერეგოს მორალთან შეათავსოს.



image
ზიგმუნდ ფროიდს აქვს ასეთი გამონათქვამი-მე არ მიკვირს როდესაც ადამიანი ნევროზით ავადდება იმიტომ რომ ძალიან რთულ, კომფლიქტურ მდგომარეობაში იმყოფება ის, არის მოქცეული ორ ანტაგონისტურ ძალას შორის, მე მიკვირს როდესაც ადამიანი ახერხებს თავი დააღწიოს ნევროზს, თავი დააღწიოს ფსიქიკურ პრობლემებს.


იგისა და სუპერეგოს შორის ბალანსის დასაცავად ეგოს აქვს თავისი მექანიზმები, ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი სუბლიმაციაა ანუ იდიდან მომდინარე ცხოველური ენერგიის საზოგადოებისთვის მისაღებ ენერგიად გარდაქმნა და გამოხატვა, სპორტში, შემოქმედებაში.აუცილებელია ამ ენერგიის გარეთ გამოტანა და დახარჯვა, რამდენად ახდენ სელექციას შენი ინსტიქტური ძალების და რამდენად დროულად ახდენ ამა თუ იმ მოთხოვნილების რეალიზებას, რამდენად მისაღებია შენი მოთხოვნილების რეალიზება შენი სუპერეგოსთვის და მეორეს მხრივ რამდენად მისაღებია შენი მოთხოვნილების რეალიზება საზოგადოებისთვის.


პიროვნებას კარგი ქვეცნობიერი გამძლეობით შეუძლია გაუმკლავდეს მრავალ ცხოვრებისეულ წნეხს და გამოწვევას.






0
2915
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
2915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0