x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ავსტრალისს ტურიზმის მოკლე მიმოხილვა
ავსტრალია შორეული, ზღაპრული, იდუმალებით მოცული, რომანტიკული მოგზაურობების, აღმოჩენებისა და თავგადასავლების ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ საოცარი ადამიანები - აბორიგენები, რომლებიც თავიანთ კულტურას 40 ათასი წელია ინახავენ. ავსტრალია არის უსასრულო გზების, დიდი ბარიერული რიფის, ველური მუსტანგების, ნამდვილი კოვბოებისა და ოქროსმაძიებელთა ქვეყანა.

მტო-ს (მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია) დაყოყოფით ავსტრალია მიეკუთვნება აზიისა და წყნარი ოკეანეთის ტურისტულ რეგიონს . მტო-ს მონაცემებით 2009 წელს ავსტრალიაში ჩავიდა 558400 საერტაშორისო ტურისტი, ხოლო საერთაშორისო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა შეადგნა 25 მილიარდი დოლარი.

ახლა მოგახსენებთ ავსტრალიის რამდენიმე ტურისტული ატრაქციის შეახებ, რომელიც სიდნეიში მდებარეობს.

ავსტრალიის წამყვანი ტურისტული ცენტრია სიდნეი, რომელიც დაარსდა 1788 წელს და ბრიტანეთის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ლორდ სიდნეის სახელს ატარებს. ის ავსტრალიის უძველესი და მსოფლიოს ულამაზესი ქალაქია.


სიდნეის აქვს თვალწარმტაცი ნავსადგური - პორტ-ჯექსონი, რომელიც მთელ ქალაქზეა გადაჭიმული და მას განუმეორებელ ელფერს ანიჭებს.

სიდნეის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჰარბორის ხიდი, რომელიც ააგეს 1932 წელს პორტ-ჯექსონის ყურეზე. ჰარბორი მსოფლიოში უდიდესი ერთმილიანი ხიდია, რომლის ერთი ბურჯი ღიაა მნახველთათვის, საიდანაც სინეის საოცარი ხედი იშლება.

ტურისტთა ყურადღებას იქცევს სიდნეის ოპერის თეატრი. ეს უნიკალური შენობა პატარა კონცხზე მდებარეობს პორტ-ჯექსონის ყურეში. ეს ნაგებობა სამი მხრიდან წყლით არის გარშემორტყმული. მას თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ მიღწევად თვლიან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სიდნეის პლაჟები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 30-ია. პლაჟებზე ქვიშა ბუნებრივი, თეთრი და წვრილია.

დარლინგ-ჰარბორი არის ცენტრალური სიდნეის შიდა ყურე, ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი, სადაც მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი, ცნობილი სიდნეის აკვარიუმი და ჩინური ბაღი.

ეს ის მცირე ჩამონათვალია ტურისტული ატრაქციებისა, რითაც ავსტრალია ხიბლავს ტურისტებს.



ავტორი: ნინო შეშაბერიძე

0
656
1-ს მოსწონს
ავტორი:ნ ი ნ ო
ნ ი ნ ო
656
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0