x
image
worldsport.ge
იანუზაი შესაძლოა “აიაქსში” ვიხილოთ

image“მანჩესტერ იუნაიტედის” 19 წლის ბელგიელი ნახევარმცველი ადან იანუზაი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, შესაძლოა იჯარის წესით ამსტერდამის “აიაქსში” გადაბარგდეს.
გუნდში ლუის ვან გაალის მისვლის შემდეგ ბელგიელი გარემარბის სათამაშო დრო ძალზე შეიზღუდა, ამიტომაც მას ჰოლანდიურ კლუბში უპირებენ გასხვისებას, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ენდობოდნენ და სათამაშო დროც მეტი მიეცემა.
ფეხბურთიდან რაიან გიგზის წასვლის შემდეგ, იანუზაიმ “წითელი ეშმაკებისთვის” ერთობ ფასეული 11-ნომრიანი მაისური მოირგო, თუმცა ჯერჯერობით გიგზის დონემდე მას აშკარად ბევრი უკლია.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0