x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დეჟავიუ ,,უკვე ნანახი"

imageადამიანთა 90%-ს ეს მდგომარეობა ერთხელ მაინც გამოუცდია, განცდა რომელიც გვაშინებს, ზოგ შემთხვევაში გვაკვირვებს ან იწვევს მისტიურობის უცნაურ შეგრძნებას, ეს ფენომენი კაცობრიობისთვის დღემდე ამოუხსნელია.








დეჟავიუ-როდესაც ადამიანი ხედავს, განიცდის ან ესმის ის რაც მისი აზრით მანამდე განცდილი, ნანახი ან გაგონილი ჰქონდა, ტერმინი დეჟავიუ მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგმა ფსიქოლოგმა ემილ ბოარაკმა დაამკვდირა, ითარგმნება როგორც “უკვე ნანახი"
ეს ფენომენი გვხვდება როგორც ნორმალური, როდესაც დეჟავიუ არც ისე ხშირია ასევე გამძაფრებული სახით, როდესაც ეს შეგრძნება კვირაში რამდენჯერმე მეორდება.უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ, თუმცა გვხვდება უფროსებშიც.თანამედროვე სამედიცინო ფსიქოლოგიაში დადგენილია დეჟავიუს კავშირი სტერსთან, მწვავე და ქრონიკულ გადაღლასთან, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების ცვლილებასთან.
image
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად დეჟავიუს ფენომენი ასე აიხსნება:ჩვენ ოდესღაც გვიფიქრია, გვიოცნებია ან წარმოგვიდგენია არსებული სიტუაცია, როგორც კი მსგავს გარემოში აღმოვჩნდებით, ტვინი მაშინვე პოულობს მსგავსებას წარმოდგენილსა და რეალურს შორის და ჩნდება დეჟავიუს ეფექტი.არსებობს მოსაზრებები და მათგან ყველაზე მეტი მაინც მხარს უჭერს იმას რომ საქმე გვაქ რეინკარნაციასთან.რეინკარნაციის თეორია ადვილად ხსნის ამ ფენომენს, მაგრამ თვითონ რეინკარნაციის თეორიის დასაბუთება დეჟავიუს რამდენად უდევს საფუძვლად ამის მტკიცება შეუძლებელია.ასევე დეჟავიუ შეიძლება გამოიწვიოს ასოციაციებმა, მაგალითად:ერთმა კონკრეტულმა ნივთმა, გარხეულმა ფარდამ, გაბრწყინებულმა მძივმა, ნოტებმა, გვაფიქრებინოს რომ მთელი ეს სიტუაცია ნაცნობია და მსგავსი რამ უკვე გვინახავს.

image

ადამიანს უამრავი იმპულსი აქვს სამყაროს შესაგრძნობად, თუმცა ორი უმთავრესი:მხედველობითი და აღქმითი.ეს იმპულსები პარალელურად მოქმედებს ანუ საგანს ვხედავთ თუ არა მაშინვე აღვიქვამთ მაგრამ როდესაც თვალი გვიშტერდება ხდება აღქმითი იმპულსების გამოთიშვა, შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ საგანს ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად მეორე წამს შესაძლოა ვერც კი ვთქვათ თუ რას ვუყურებდით. მეორე ვარიანტი, მაგალითად:კვამლში ან ნისლში კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად შეგვიძლია დიდი გაჭირვებით აღვიქვათ.აქ აშკარაა რომ აღქმითი იმპულსი წინ უსწრებს მხედველობითს.დეჟავიუს შემთხვევაში ხდება ელემენტალური გზიდან აცდენა, ტვინში მიდის ორივე ინფორმაცია მაგრამ აღქმა უსწრებს დანახვას, შესაბამისად როდესაც ჩვენ საგანს ვამჩნევთ და რეალურად უფრო ადრე ვამჩნევთ მაგრამ ტვინს დაგვიანებით მიეწოდება ინფორმაცია, ჩვენ ის უკვე აღქმული გვაქვს და ჩნდება ილუზია რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს.
image
ადამიანი ჩასახვის მომენტიდან, როგორც კი ჩამოყალიბდება ზიგოტა დედის სხეულში, უკვე იღებს ინფორმაციას დედისგან და ჭიპლარიდან მას მიეწოდება არამხოლოდ საკვები ნივთიერებები არამედ მიეწოდება ინფორმაციაც.ეს ინფორმაცია რაც დედაში იყო მის სხეულში, მის ტვინში, მის ცნობიერებაში ყველაფერი გადადის შვილზეც.ასე რომ ჩვენ ვართ მატარებელი ინფორმაციის რაც ჩვენი ცხოვრების მანძილზე მოხდა, დაბადებიდან დღემდე.ვთქვათ ვართ წინაპრებისგან მოპოვებული ინფორმაციის მატარებლები და ჩვენ გარკვეულად ვართ გაგრძელება მრავალი სიცოცხლის.ჩვენ არა ვართ ცარიელი ფურცელი, როგორც ხშირად ამბობენ სიმბოლურად, რომ გავჩნდით და ცარიელი ფურცლიდან იწყება ყველაფერი.დეჟავიუს მდგომარეობაში ყოფნა შეიძლება შევადაროთ დიდი ხნის წინ ნანახ ფილმს რომლის შინაარსიც ბოლომდე არ გვახსოვს, ვერ ვიხსენებთ რა მოხდება შემდეგ ეპიზოდში მაგრამ მოვლენების განვითარებასთან ერთად ვხვდებით რომ ზუსტად ეს მომენტი სადღაც გვინახავს.


შესაძლოა დეჟავიუს განცდა არის გაფრთხილება, გზავნილი წარსულიდან ამ იქნებ გასაღებია მომავლის.


0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0